დანიის დედოფალმა 4 შვილიშვილს სამეფო ტიტულები ჩამოართვა – რა გახდა მიზეზი
დანიის დედოფალმა მარგრეტე მეორემ რვა შვილიშვილიდან ოთხს სამეფო ტიტული ჩამოართვა. ამის შესახებ The Guardian-ი სამეფო სახლზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალური მიზეზით, დედოფალის სურვილია, რომ მისი უმცროსი ვაჟის, პრინცი იოაკიმის ოთხმა შვილმა ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ.
„2023 წლის 1-ლი იანვრიდან პრინც იოაკიმის შვილები მხოლოდ მონპეზატის გრაფისა და გრაფინიას ტიტულების გამოყენებას შეძლებენ, ხოლო დანიის პრინცისა და პრინცესას ტიტულებით კი ვეღარ ისარგებლებენ“, – ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.
გარდა ამისა, დანიური მედია პრინცი იოაკიმის მეუღლის – გრაფინია ალექსანდრას განცხადებასაც ავრცელებს. მისი თქმით, „შოკირებულია“ ამ გადაწყვეტილებით.
„ეს ამბავი მოულოდნელი იყო. ბავშვები თავს გარიყულად გრძნობენ“, – განაცხადა გრაფინია ალექსანდრამ.
53 წლის პრინც იოაკიმს ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს: ნიკოლაი, ფელიქსი, ჰენრიკი და ათენა.
rustavi2.ge
კომენტარები