fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

რა ღირს კვარა – ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა „ტრანსფერმარკტმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა: მან საქართველოსთვის რეკორდულ მაჩვენებელს, 35 მილიონ ევროს მიაღწია – ასეთია გერმანული სამენეჯერო სააგენტოს განახლებული შეფასება.

„ნაპოლიში“ გადასვლისას 21 წლის ქართველი თავდამსხმელის ფასი 15 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 35 მილიონი გახდა. მსგავსი შეფასება ქართული ფეხბურთის ისტორიაში არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ მკვეთრად გაზარდა „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულებაც – ათი მილიონიდან 20 მილიონამდე. მაშინ მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე დაწინაურდა და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი გაუსწრო.

ახლა პირველი ისევ კვარაცხელიაა, ხოლო საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 35,00 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 20,00

საბა ლობჟანიძე, „ჰატაისპორი“ – 4,30

დათა ხოჭოლავა, „კოპენჰაგენი“ – 3,0

გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 2,0

1tv.ge

p. s. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა:

  1. ვიკტორ ოსიმენი – 65 მილიონი
  2. პიოტრ ზელენსკი – 40 მილიონი
  3. ხვიჩა კვარაცხელია – 35 მილიონი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close