ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 სექტემბერი – 2 ოქტომბერი

ამ კვირის პირველ ნახევარში სურვილი გაგიჩნდებათ, რომ იმაზე სწრაფად იმოქმედოთ, ვიდრე სხვა დროს. ფიქრობთ, რომ გაჩნდა ახალი პერსპექტივები, რომელთა გამოყენებაც ძალიან ადვილად შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა ბევრ რამეზე არ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, უმჯობესია ძალისხმევა ერთი მიმართულებით მიმართოთ. ამ პერიოდში შეეცადეთ თავი აარიდოთ განწყობის გავლენით ჩადენილ ქმედებებს, კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ ან რა უნდა გააკეთოთ.

კვირის მეორე ნახევარი აზრებში სიცხადეს შემოიტანს. შეძლებთ თანმიმდევრული და დეტალური გეგმების შედგენას, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რაც დადებითად იმოქმედებს საქმიან ურთიერთობებზე. პირად ცხოვრებაში, პირიქით, ახლა მიდრეკილი ხართ თქვენი გატაცების იდეალიზაციისკენ, თუმცა ეს სარგებელს მოუტანს ურთიერთობას, რომელშიც მეტი ნდობა და სიყვარული იქნება. ახალი ნაცნობობა რომანტიკული აღმოჩნდება, პაემნები – დასამახსოვრებელი. ამავდროულად, შეეცადეთ რეალურად იაზროვნოთ, ილუზიებს არ აჰყვეთ და ადამიანები უფრო ობიექტურად შეაფასოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარ ძალებს და გეგმების სწრაფად შეცვლის უნარს უნდა დაეყრდნოთ. თქვენ ირგვლივ შეიძლება ინტრიგები დატრიალდეს და გარკვეულწილად თავად იქნებით ამაში დამნაშავე: არ არის საჭირო, სხვის საიდუმლოებებში შეღწევას შეეცადოთ, უმჯობესია თქვენი საიდუმლო შეინახოთ. გაითვალისწინეთ საქმიანი პარტნიორების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ინტერესები, ნუ დააყენებთ თქვენს ამბიციებს ყველაფერზე წინ. და კიდევ, რაც მთავარია: მოემზადეთ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

კარგი იქნება, თუ ამ კვირაში თვალს გადაავლებთ განვლილ ცხოვრებას და ახალ ფურცელს გადაშლით, რომლის „შევსებაც“ მიღებული გამოცდილების აქტიური გამოყენებით უნდა დაიწყოთ. ინფორმაციის სიმრავლე ახალ ფორმულირებად გადაიქცევა, რომელიც პასუხს გასცემს სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვებს. შეეცადეთ არ ისაუბროთ ამაზე, რადგან ზოგმა შეიძლება ვერ გაიგოს, ზოგს კი შეშურდეს. რაც უფრო მშვიდად გაატარებთ კვირას, მით უკეთესი თქვენთვის. ოჯახში არ არის გამორიცხული დიდ შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ტყუპი

დროა გადახედოთ და, თუ შესაძლებელია, დააკონკრეტოთ თქვენი გეგმები. ამ კვირაში, სავარაუდოდ, სანუკვარ სურვილს აისრულებთ, თანაც თქვენი მხრიდან დიდი ძალისხმევის გარეშე. თქვენი საქმიანობის შედეგები საკმაოდ თვალსაჩინო და მომგებიანი იქნება. ნუ უგულებელყოფთ ახალი ნაცნობობის შესაძლებლობას, რადგან, როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ის მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს გპირდებათ საქმიან ურთიერთობებში. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შეეცადეთ დასვენების დღეები მონატრებულ მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 28, 26.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კირჩხიბი

თქვენთვის საინტერესო კვირა გელით, როდესაც შეძლებთ აქტიურად და ხალისით იმუშაოთ. საოცრად მოქნილი, ენერგიული და ორიგინალური იქნებით, ამიტომ ბევრ რამეში წარმატებას მიაღწევთ. შეიძლება სიტუაციამ მოითხოვოს და გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღოთ – ენდეთ საკუთარ თავს, სხვების რჩევები ნაკლებად გამოგადგებათ! ახალ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენი კარიერის ორგანიზებაში, თქვენი იდეების განხორციელებაში, თუმცა შეეცადეთ ნაკლები ისაუბროთ და მეტი მოისმინოთ. კვირის ბოლო კარგი დროა სამოგზაუროდ.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ლომი

ორშაბათს, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ახალი სამუშაო იშოვოთ. სამშაბათს ნებისმიერი სარისკო ქმედება წარუმატებლობამდე ან იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ, ამიტომ რისკი გამორიცხეთ. ოთხშაბათი კომპრომისების დღეა, ამიტომ უმჯობესია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი არ მოგივიდეთ. შეეცადეთ დაამტკიცოთ, რომ კეთილსინდისიერი მუშაკი ხართ. გამოიჩინეთ კეთილგანწყობა და შემწყნარებლობა საკამათო სიტუაციაში. პირად ცხოვრებაში გამოიყენეთ თქვენი საყვარელი ადამიანების, მეგობრების რჩევები სწორი გზის ასარჩევად. ოჯახში შესაძლოა დამატებითი ხარჯების გაღება მოგიწიოთ და არ ინერვიულოთ, თქვენი ბიუჯეტი მალე შეივსება. შაბათ-კვირა ძალიან რომანტიკული იქნება.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ქალწული

ამ კვირამ შეიძლება აქტიურობა და ახალი იდეები მოითხოვოს. მოვლენების განვითარებისას სწრაფად მიხვდებით, რომ ახალი – კარგად დავიწყებული ძველია, ამიტომ სამსახურში ზედმეტი დატვირთვის არ უნდა გეშინოდეთ. ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი პროექტი უნდა დაასრულოთ და შემდეგ შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ და განიტვირთოთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. მოიკრიბეთ ძალები და თქვენთვის ჩვეული მონდომებით „შეებით“ საქმეს. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული როგორც მოტყუება და ღალატი, ისე სასიამოვნო სიურპრიზი.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

ეს კვირა დინამიკური და სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთულია. სიახლისთვის მზად ხართ, როგორიც არ უნდა იყოს მისი წყარო. უკვე ორშაბათიდან ღირს დაიწყოთ დაგეგმილი პროექტის განხორციელება, მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გაგიაზრებიათ ყველაფერი. გამოცდილება, რომელსაც უახლოეს დღეებში მიიღებთ, მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ. გაუზიარეთ თქვენი პოზიტიური განწყობა სხვებს და ახალი მეგობრებიც შეიძინეთ. პროფესიაშიც და სიყვარულშიც ახალ სიმაღლეებს დაიპყრობთ.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

ამ კვირაში შეეცადეთ თქვენი წარმატებების ტალღა ხელიდან არ გაუშვათ. სამსახურში თქვენი იდეები მოთხოვნადი იქნება და საკუთარი და სხვისი პრობლემების უმეტესი ნაწილის გადაჭრასაც შეძლებთ. ასე რომ, შეგიძლიათ ელოდოთ სოლიდურ მოგებას და შეთავაზებას ხელმძღვანელი თანამდებობის დასაკავებლად. ბევრი თქვენგანისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო იქნება მეგობრებთან ურთიერთობა. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ძალიან გულწრფელი, საჭირო არ არის, კოლეგებმა და მეგობრებმა ყველაფერი იცოდნენ თქვენ შესახებ. შუა კვირაში შესაძლებელია მივლინებაში წასვლამ მოგიწიოთ, რომლის შედეგებიც დადებითად იმოქმედებს თქვენს კარიერულ წინსვლაზე. ოთხშაბათს მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი. თქვენთვის მთავარი მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება იქნება. კვირა ხელსაყრელი დღეა ოჯახური საღამოს ორგანიზებისა და ძველ მეგობრებთან შეხვედრისთვის.

სასიკეთო დღეები: 2, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის რქა

ამ კვირაში არის შეცდომების და დანაკარგების რისკი, ასე რომ, კარგად დაფიქრდით სამოქმედო გეგმაზე და ყველა ვარიანტი გამოთვალეთ, მათ შორის, წარუმატებლობისაც. ოთხშაბათს უმჯობესია ხელმძღვანელობას კამათში არ აჰყვეთ და ახლობლებთან  არ იჩხუბოთ. ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა სამსახურში დაწინაურებისთვის და, სავარაუდოდ, ეს შესაძლებლობა მოგეცემათ. ამ კვირაში შეეცადეთ მაქსიმალურად ობიექტური იყოთ პირად ურთიერთობებში. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ და შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მერწყული

სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე… – ამ პრინციპის მიხედვით ცხოვრება ამ კვირაში ადვილად მიგიყვანთ წარმატებამდე. ემოციურობა მხოლოდ გააფუჭებს ყველაფერს, ხოლო აჩქარება იქამდე მიგიყვანთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დაგავიწყდებათ. სანამ რაიმე კონტრაქტსა და გარიგებებს დადებთ, მშვიდად შეაფასეთ პარტნიორობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყურადღებით განიხილეთ ყველა ვარიანტი, რადგან შესაძლოა პრობლემები, რომლებიც ჯერ უხილავია, მოგვიანებით წარმოიშვას და თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. შაბათ-კვირას მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ახალი შეხვედრები და ნაცნობობა, იყავით აქტიური, ნუ დაჯდებით სახლში. დროს ტყუილად ნუ ხარჯავთ რაღაც შეუძლებელზე ოცნებაში, უმჯობესია დრო და ენერგია პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენოთ. ნუ გაგიტაცებთ ფულის დახარჯვა, უკეთესია წინდახედულების გამოვლენა და არა შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, რაც არაფერში გამოგადგებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა ოჯახის დაუთმოთ. საყვარელი ადამიანის რჩევები იმაზე მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close