კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

კასკადიორთა „ოსკარზე“, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა (ვიდეო)

ტაურუსის ისტორიაში პირველად კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა. არნოლდ შვარცენეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ჰოლივუდის ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ ქართველი მოცეკვავე ტაურუსის დაჯილდოებაზე საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

საუბარია მეთიუ ვონის ფილმზე („The Kings Man”), რომლის მთავარ საბრძოლო სცენაში ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა და მსოფლიო კინოინდუსტრიის შემქმნელები ქართული ცეკვის უნიკალურობაზე აალაპარაკა.

ჰოლივუდში, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ გამარჯვებულმა ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა აუდიტორიას მიმართა.

„ჩემი ოცნება ახდა! დღეს ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! მე საქართველოდან ვარ! მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ. ბედნიერი ვარ, რომ ამაღამ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად. ეს იყო გამოწვევებით სავსე მოგზაურობა და აი, ჩვენ აქ ვართ ამაღამ! მინდა, მადლობა გადავუხადო Taurus Award-ის წევრებსა და King’s Man-ის მთელ გუნდს. მადლობა ჩემს მეგობრებს, ჩემს ქვეყანას, საქართველოს პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს, გვანცას, რომელიც ახლა ორსულადაა, გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დაბადების დღეს გილოცავ, გვანცა! ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმას, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ბაჩანა ჭანტურიას, რომელიც ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად ლონდონში და ეს ერთად გავაკეთეთ!“ – განაცხადა ლაშა მძინარაშვილმა.

 

ლაშა მძინარაშვილი მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე „საუკეთესო ბრძოლის სცენის“ კატეგორიაშია წარდგენილი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close