იტალიასაზოგადოება

წყალდიდობა იტალიაში – დაღუპულია 10 ადამიანი, არიან დაკარგულები, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა (ვიდეო)

იტალიაში, მარკეს რეგიონში წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ყველა დაღუპული და დაკარგული იდენტიფიცირებულია – ამის შესახებ „ანსა“ წერს

რეგიონში ისეთი ძლიერი წვიმა იყო, რომ ანკონასა და პეზარო-ურბინოს პროვინციებში რამდენიმე ქალაქის ქუჩები მთლიანად დაიტბორა.

სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსის, ფაბრიციო კურსიოს თქმით, ანკონაში რამდენიმე საათში წარმოუდგენელი რაოდენობის ნალექი მოვიდა – მთელი წლის ნორმის თითქმის მესამედი. ზოგ ადგილას კი – ორჯერ მეტი, ვიდრე, ჩვეულებრივ, მთელი ზაფხულის განმავლობაში მოდის ხოლმე.

დაკარგულთა შორის არის 8 წლის მატია, რომელიც წყალმა დედას ხელიდან გამოჰგლიჯა, როდესაც ისინი მირბოდნენ მას შემდეგ, რაც ქალმა ავტომობილი კასტელონე დი სუაზაში დატოვა და ცდილობდა, სტიქიას გაჰქცეოდა მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად,

ანკონის პრეფექტურის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close