მიგრაციასაქართველო
ბელგია თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეებს, ძირითადად, უარს ეუბნება – ოფიციალური მიზეზი
თავშესაფრის მოთხოვნებზე საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად უარს ეუბნებიან, რადგანაც ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ნიკოლ დე მურმა განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ თავშესაფარი არ მიენიჭება მას, ვინც ეკონომიკური საფუძვლებით დარჩება ბელგიაში, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება.
ნიკოლ დე მურის განცხადებით, საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართვიანობა გაიზარდა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ივლისამდე პერიოდში ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქთა რაოდენობამ 613 შეადგინა.
კომენტარები