მსოფლიოტექნოლოგიები

სპეციალური ქაფი შენობების გასაგრილებლად კონდიციონერებს შეცვლის

ხის ცელულოზის ნანოკრისტალებისგან გერმანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა სპეციალური ქაფი შექმნეს შენობების გასაგრილებლად. ამის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ EurekAlert-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების თქმით, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ცხელი კლიმატის რეგიონებში მოსახლეობა საკმაო თანხას დაზოგავს საცხოვრებელი სახლების გასაგრილებლად. სახლის სახურავსა და გარე კედლებზე სპეციალური ქაფის დატანით შენობების გაგრილებისთვის საჭირო ელექტროენერგია 35,4%-ით მცირდება.

ქაფი ხილული სინათლის 96%-ს ირეკლავს და თან სითბოს 92%-ს ირეკლავს.

ხის ცელულოზის ნანოკრისტალებისგან შექმნილი ქაფი თეთრია, მსუბუქი და კარგად ინარჩუნებს სიგრილეს. მასალის თვისებები მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადასტურდა: ქაფი ალუმინის ფოლგით დაფარულ ყუთში მოათავსეს და ცხელ ამინდში მზეზე დადგეს. ქაფის წყალობით ყუთში ტემპერატურა 9 გრადუსით დაბალი იყო, ვიდრე მის გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ ცელულოზის შეკუმშვასთან ერთად ქაფის გაგრილების უნარი მცირდება, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ქალაქების გადახურების წინააღმდეგ. ამ პრობლემაზე ახლა ბევრს მუშაობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მაგალითად, ავსტრალიაში უკვე აქტიურად გამოიყენება ამრეკლავი სახურავები. გარდა ამისა, ქვეყანაში მუქი სახურავებით სახლების გადახურვა აკრძალეს.

მეცნიერებს მათ მიერ შექმნილი ექსპერიმენტული მასალა პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად ესახებათ – მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როდესაც კლიმატი გაცილებით ცხელი გახდა ევროპის რეგიონშიც კი, რამაც წლევანდელი (უკვე გასული) ზაფხული მოსახლობისათვის გაუსაძლისი გახადა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close