მსოფლიოსაზოგადოება
ესპანეთში „პომიდვრებით ომის“ ტრადიციული ფესტივალი გაიმართა 2-წლიანი პაუზის შემდეგ (ვიდეო)
ესპანეთის ქალაქ ბუნოლში ტრადიციული ფესტივალი – „ლა ტომატინა“ (პომიდვრებით ომი) გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებითი 2-წლიანი პაუზის შემდეგ.
მედიის ინფორმაციით, ფესტივალში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ერთმანეთს მწიფე პომიდვრებს ესროდნენ. წლევანდელი, 75-ე „ლა ტომატინას“ ხელჩართულ ბრძოლას 130 ტონა პომიდორი „შეეწირა“.
კომენტარები