მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში ევთანაზია ჩაუტარეს კაცს, რომელმაც 4 ადამიანი დაჭრა

ესპანეთში ევთანაზია ჩაუტარეს 46 წლის პატიმარს, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში 4 ადამიანს ესროლა. მან ცეცხლი პოლიციასაც გაუხსნა, საპასუხო სროლის დროს კი თავადაც დაიჭრა და მას შემდეგ პარალიზებული იყო, – წერს CNN-ი.

იუჯი საბო თავად ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესამდე ევთანაზია ჩაეტარებინათ.

საბომ, რომელიც დაცვის თანამშრომელი იყო, გასული წლის ბოლოს ქალაქ ტარაგონაში თავის სამ კოლეგას ესროლა, მათ შორის, ერთ ქალს, ასევე, დაჭრა ერთი პოლიციელი.

როგორც CNN-ი წერს, პატიმარს სროლის შემდეგ ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. „მისი ჭრილობები ქრონიკულ ტკივილს იწვევდა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით ვერ აყუჩებდნენ“, – წერს მედიასაშუალება. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ტარაგონის სასამართლომ დაადგინა, რომ ევთანაზიის მოთხოვნა პატიმრის ფუნდამენტური უფლება იყო.

ესპანეთმა ევთანაზია ერთი წლის წინათ დააკანონა. მანამდე ლი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა პირს, რომელიც ევთანაზიას ჩაატარებდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close