პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში ფარული მიყურადების გამო აგორებული სკანდალის შემდეგ ორმა ჩინოსანმა თანამდებობა უკვე დატოვა, შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება?

მიცოტაკისი, დიდი ალბათობით, მალე დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას „ნეა დიმოკრატიის“ ლიდერის რანგშიც

საბერძნეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფარული მიყურადების გამო პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ​გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქცია ათენში გაიმართა.

საქმე ეხება ბერძენი კანონმდებლისა და ევროპარლამენტარის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, ნიკოს ანდრულაკისის ფარული მიყურადების გარშემო აგორებულ სკანდალს.

საბერძნეთის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყო, თუმცა ეს ქმედება, პრატიკულად, გაამართლა და და განაცხადა, რომ ეს „თურქეთის“ გამო მოხდა. პრემიერის თქმით, „ბნელი ძალები“ ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი მეზობლები უპროგნოზოები არიან. ევროსში უკვე იგეგმება შეჭრის ახალი ტალღა თითქოსდა ჰუმანიტარული ნიღბის ქვეშ“, – განაცხადა მან.

სკანდალის აგორების შემდეგ საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (ΕΥΠ) ხელმძღვანელი პანაიოტის კონტოლეონი გადადგა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გრიგორის დიმიტრიადისმა.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკანდალზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.

ექსპერტების თქმით, მომხდარის შემდეგ მიცოტაკისსა და ანდროულაკისს („ნეა დიმოკრატიასა“ და კინალ-პასოკს) შორის მომავალი არჩევნების შემდეგ თანამშრომლობის შესაძლებლობა საბოლოოდ  გამოირიცხა.

მათი შეფასებით, სისხლის სამართლებრივი განზომილების გარდა მოსმენების საქმე მიცოტაკისის უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომაა, რითაც „ნეა დიმოკრატიას“ მთავრობამ, პრაქტიკულად, უზრუნველყო ანდრულაკისის „პასოკსა“ და „სირიზას“ შორის კავშირი და მომავალი არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციაში ერთადერთი რეალური პარტნიორი დაკარგა, უფრო მეტიც, ანდრულაკისის სახით „სირიზამ“ პოტენციური პარტნიორი შეიძინა მომავალ კოალიციურ მთავრობაში.

შეგახსენებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში უბრალო პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპით გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია აღარ მიიღებს ბონუსად 50 მანდატს, როგორც ეს წინა არჩევნების დროს იყო.

თუმცა მაშინაც კი, თუ დამატებითი არჩევნები ახალი საარჩევნო კანონის შესაბამისად ჩაივლის, რომელიც „ნეა დიმოკრატიას“ მთავრობამ მიიღო, ის მაინც ვერ შეძლებს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას, რადგან ამისთვის ხმების მინიმუმ 37%-ის მიღება სჭირდება.

ახლანდელ პირობებში კი ეს რიცხვი არარეალურია „ახალი დემოკრატიისთვის“ (და ნებისმიერი სხვა პარტიისთვის), ასე რომ, გამარჯვებულ პარტიას (რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს) მოუწევს პარტნიორების მოძებნა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. როგორც ჩანს, მიცოტაკისის მთავრობას ალტერნატიული ვარიანტები „უმთავრდება“ – ყოველ შემთხვევაში, ნიკოს ანდროულაკისის „ვარიანტი“ (ΚΙΝΑΛ-PASOK), დიდი ალბათობით, უკვე გამორიცხულია.

ამ სიტუაციაში კიდევ ერთი შტრიხი იკვეთება – მიცოტაკისი „ნეა დიმოკრატიისთვის“ მეტისმეტად მძიმე ტვირთი გახდა და იმის ალბათობა, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე მას შეცვლიან, ძალიან მაღალია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close