ქართველები უცხოეთშიეკონომიკა

25 წლის ქართველმა მეღვინემ ბორდოში ორი ღვინის ქარხნის ზედამხედველობა ჩაიბარა

25 წლის ქართველმა მეღვინე ანა ალასანიამ საფრანგეთში, კერძოდ, ბორდოს რეგიონში ორი ღვინის ქარხნის ზედამხედველობა ჩაიბარა. ქარხნები, რომელთაც კომპანია Vignoble K ფლობს, წელიწადში დაახლოებით 37 500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

„ვაწარმოებთ წითელ მშრალ ღვინოს მერლოსა და კაბერნე ფრანის „ასამბლაჟით“. ორი ქარხანა უშვებს ოთხი დასახელების ღვინოს, რომლიდანაც სამი ეკუთვნის პომეროლის რეგიონს, მეოთხე კი – სანტ-ემილიონის“, – ამბობს ანა ალასანია bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, Vignoble K-ში მუშაობის დაწყებამდე ბორდოში მდებარე შატო Pichon Longueville Comtesse de Lalande-შიც მუშაობდა.

Video grab

„დაახლოებით სამი წლის წინ მეღვინეობა-მევენახეობის განხრით ბორდოში მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლის ბოლო წელს სამაგისტრო ნაშრომისთვის სტაჟირება შატო Pichon Longueville Comtesse de Lalande-ში (ბორდოს რეგიონში, კერძოდ, მედოკის ოლქში) გავიარე, სადაც სტაჟირების და დიპლომის აღების შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს და დავრჩი სამუშაოდ. იქ, ძირითადად, ვენახში მიწევდა მუშაობა“, – ამბობს ანა ალასანია.

ორი თვის წინ კი მას ახალი სამსახური Vignoble K-ში გამოუჩნდა, სადაც უკვე უვადო კონტრაქტი გაუფორმეს ორ პატარა ღვინის ქარხანაში, რომელიც ოთხი დასახელების ღვინოს აწარმოებს.

 

ახალგაზრდა მეღვინე ბორდომდე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც ანა ამბობს, პირველი სამსახური ღვინის მაღაზია-ბარი „8000 მოსავალი“ იყო, სადაც  ღვინის კონსულტანტად და მიმტანად მუშაობდა. „იქ მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა და გამაცნო ქართული ღვინის ბაზარი“, – ჰყვება ახალგაზრდა მეღვინე.

იგი ამბობს, რომ შორეულ მომავალს საქართველოს უკავშირებს, მანამდე კი სურს სამუშაო გამოცდილება საფრანგეთში დააგროვოს, რათა შემდეგ საინტერესო იდეით და გეგმით დაუბრუნდეს სამშობლოს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close