კინო/ფილმებიარტისტი

ჯონი დეპი იტალიელ მხატვარზე, ამადეო მოდილიანიზე ფილმს გადაიღებს

ჯონი დეპი კინოს უბრუნდება, როგორც რეჟისორი: 25-წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი ცნობილი იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიულ დრამაზე იმუშავებს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იტყობინება.

ფილმს  Modigliani  დენის მაკინტაირის  ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაიღებენ. სიუჟეტი ამადეო მოდილიანის ცხოვრების იმ ორ დღეს შეეხება, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი კარიერისთვის. მოქმედება 1916 წელს პარიზში ხდება.

ფილმის პროდიუსერები  ალ პაჩინო და ბარი ნავიდი იქნებიან. ჯონი დეპი ფილმში რომელიმე როლს განახორციელებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. გადაღებები ევროპაში მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.

„მოდილიანის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ჩემთვის დიდი პატივია“, – ამბობს ჯონი დეპი. მისთვის ეს ფილმი მეორე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება: 1997 წელს მან გადაიღო ვესტერნი The Brave, სადაც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და თავად ჯონი დეპი ასრულებენ.

ახლახან ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი მონაწილეობს რეჟისორ მაივენ ლე ბესკოს ფილმში „საყვარელი“ – იგი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლს ასრულებს. ფილმი ეკრანზე მომავალ წელს გამოვა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close