რას არ გაიგებ/ფაქტები

ჩინეთში კოვიდის შეჩერების მიზნით თევზებს ტესტებს უტარებენ

ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის ქალაქ სიამინში Covid-19-ის 40 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ტესტის ჩატარება 5 მილიონ ადამიანს მოსთხოვეს, თუმცა ტესტირება მხოლოდ ადამიანებით არ შემოიფარგლება. ადგილობრივი ხელისუფლება ინფექციის შესაჩერებლად ამოწმებს არა მხოლოდ მეთევზეებს, არამედ მათ მიერ დაჭერილ ზღვის პროდუქტსაც. 

„მეთევზეებმა სამუშაოების დროს ყოველდღიურად უნდა ჩაიტარონ Covid-ის ტესტი. როდესაც მეთევზეები ნაპირზე ბრუნდებიან, უნდა შემოწმდეს როგორც ადამიანი, ისე საქონელი“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტესტის ჩატარების მოთხოვნა გასული თვის ბოლოს დააწესა, რადგან შიშობდა, რომ უცხოელ მეთევზეებთან უკანონო ვაჭრობის შედეგად შეიძლება ქალაქში ვირუსი გავრცელდეს.

თევზების შემოწმების ფოტოებმა და ვიდეოებმა გაამხიარულა ინტერნეტმომხმარებლები, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადაჭარბებულ ზომად მიიჩნიეს. ისინი ჩინეთის ხელისუფლებას ხუმრობით სთავაზობენ, რომ ტესტი კოღოებსაც ჩაუტარონ.

ჩინელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვირუსი შეიძლება ცოცხალი დარჩეს გაყინულ საკვებსა და შეფუთვაში, ასევე ცივი ჯაჭვის პროდუქტებში, რომლებიც მაცივარში ინახება. ისინი ასევე, მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ინფექცია ადამიანებში იმპორტირებული საქონლიდან ვრცელდება. ამის გამო ჩინეთში სუპერმარკეტების ნაწილი იმპორტირებულ საქონელს განცალკევებით ინახავს.

თუმცა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 2021 წელს განაცხადეს, რომ არ არსებობს რაიმე სანდო მტკიცებულება, რომ Covid-19 ადამიანს საკვებიდან ან საკვების შეფუთვიდან გადაცემა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close