მოგზაურობა

„რაინეარში“ აცხადებენ, რომ 10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა

10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა, – ამის შესახებ ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ოლირიმ განაცხადა. ევროპულ ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ „რაინეარი“ ფრენის მსურველებს აღარ შესთავაზებს ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასებში საწვავის ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო.

„ბიბისი რადიოსთან“ ინტერვიუში მაიკლ ოლირიმ თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ავიაკომპანია ბილეთებს ერთ ევროდ და თუნდაც 10 ევროდ ვეღარ გაყიდის, როგორც ეს წარსულში ხდებოდა.

მიმდინარე წლის ივნისში კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close