იტალიაკრიმინალი

იტალიელი კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა

იტალიის დედაქალაქ რომში კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით 6 მეტრის სიღრმეზე გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

ბოროტმოქმედი, რომელმაც ჩამოშლილ გვირაბში 8 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებმა გადაწყვიტეს, დაკეტილი მაღაზიიდან ბანკამდე გვირაბი გაეთხარათ, რათა 15 აგვისტოს, უქმე დღეს ბანკი გაეძარცვათ.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი 4 თანამზრახველი კი დაკავებულია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close