მსოფლიოკრიმინალი

ესპანური პოლიცია მოქალაქეებს ქართველი მძარცველებისგან თავის დასაცავად რჩევებს აძლევს – ძარცვის ბრალდებით კიდევ ორი ქართველია დაკავებული

ესპანური პოლიცია მოქალაქეებს ქართველი მძარცველებისგან თავის დასაცავად რჩევებს აძლევს – ეროვნულმა გვარდიამ საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავა

ესპანური პოლიცია მოქალაქეებს ქართველი მძარცველებისგან თავის დასაცავად, რჩევებს აძლევს. ეს მას შემდეგ, რაც ეროვნულმა გვარდიამ, საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავა. სქემა, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ საჯაროა, მეტიც, ადგილობრივი პოლიცია ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს და საკუთარ მოქალაქეებს იმ აპრობირებულ მეთოდებს უხსნის, რომლითაც ქართული დაჯგუფებები მოქმედებენ.

ძარცვა ერთადერთი ბრალდება არ არის – 33 და 40 წლის დაკავებულ მამაკაცებს ჩხრეკისას საბერძნეთის ყალბი პასპორტები აღმოუჩინეს – გამოძიება გრძელდება. ეროვნული გვარდია დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენას ცდილობს.

ირკვევა, რომ მძარცველები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე, სამიზნე ობიექტებს უთვლთვალებენ და კარზე მცირე ზომის ფირფიტას აკრავენ. თუ მონიშნული კარი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელუხლებელი დახვდათ, ეს ნიშნავს რომ მეპატრონე შინ არ იმყოფება და სწორედ ამის შემდეგ, შედიან სახლში გაქურდვის მიზნით. ძარცვის სწორედ ამ მეთოდს იყენებდა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც სამოქალაქო გვარდიამ ქალაქ ტორრევიაში დააკავა.

ეროვნულმა გვარდიამ გაჩხრიკა დაკავებულთა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, სადაც 14 240 ევრო და 127 სახეობის სამკაული იპოვეს.

ქართველების დაკავება უკვე მოხვდა ადგილობრივი მედიის ფრუცლებზე. პრესა წერს, რომ ბრალდებულებს ერთდროულად რამდენიმე მუხლით გაასამართლებენ.

არ არის გამორიცხული, საქმე ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დაკავებებით გაგრძელდეს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close