მოდა/სილამაზერას არ გაიგებ/ფაქტები
დემნა გვასალიამ 1790-დოლარიანი „ნაგვის ჩანთა“ წარადგინა (ვიდეო)
დიზაინერი დემნა გვასალია ისევ მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია – ამჯერად მისი ხელმძღვანელობით BALENCIAGA-მ ახალი პროდუქტი, „ნაგვის ჩანთა“ წარადგინა, რომლის ფასიც 1790 დოლარია.
ძვირად ღირებული ტყავის ჩანთის შთაგონების წყარო ნაგვის ტომარაა, რომელსაც BALENCIAGA-მ ახალი დანიშნულება შესძინა. „ნაგვის ჩანთის“ დებიუტი პარიზში შედგა 6 მარტს „ბალენსიაგას“ 2022/23 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენისას.
„მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ტომრის შექმნის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რადგან ვის არ უყვარს სკანდალები?“ – განაცხადა დემნა გვასალიამ.
bm.ge
კომენტარები