მსოფლიოპოლიტიკა

ენერგიის დაზოგვის ესპანური მეთოდი – პრემიერი პედრო სანჩესი მოხელეებს ჰალსტუხის შეხსნას ურჩევს

ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდა, ენერგიის დაზოგვის მიზნით ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პაპანაქება სიცხის გამო ევროპის ქვეყნებში კონდიციონერზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

ევროპაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ენერგოსისტემას მძიმე ტვირთად აწვება გაძვირებული ენერგორესურსების ფონზე. როგორც სანჩესმა აღნიშნა, მისი მთავრობა მომავალ კვირას საგანგებო ზომებს წარადგეს ენერგოეფექტიანობის გაზრდისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, მანამდე კი იგი ჰალსტუხებზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა.

„მინდა ყველამ გაითვალისწინოთ, რომ მე არ ვატარებ ჰალსტუხს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია დავზოგოთ ენერგია. მე ვთხოვე მინისტრებს, ყველა საჯარო მოხელესა და, აგრეთვე, მინდა ვთხოვო კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც, თუ ჯერ კიდევ არ უთქვამთ უარი ჰასტუხზე –  არ ატარონ ჰალსტუხი, როცა ეს არ არის საჭირო, რადგან ამ გზით ჩვენ ხელს შევუწყობთ ენერგიის დაზოგვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close