კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში დააპატიმრეს 35 წლის ქართველი კაცი, რომელსაც პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად

საბერძნეთში პარტნიორის არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძალადობა, სავარაუდოდ, 2016 წლიდან 2022 წლის მარტამდე ხდებოდა. თესალონიკში სასამართლომ 35 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბერძნული მედიის ცნობით, 22 ივლისს პოლიციამ დეტალები გაავრცელა კაცის შესახებ, რომელიც პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე ექვსი წლის განმავლობაში ძალადობაშია ბრალდებული.

„კერძოდ, ეს არის 35 წლის ბერიძე მამია, დაბადებული 1987 წელს საქართველოში, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა 15 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური აქტის გამო. კერძოდ, არასრულწლოვანის შეურაცხყოფის ფაქტზე სრულწლოვანის მიერ, რომლის მეთვალყურეობა და დაცვაც ევალებოდა, თუნდაც დროებით, და იგი არასრულწლოვანის გვერდით მუდმივად იმყოფებოდა“, – წერს ბერძნული მედია.

ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცმა ბრალდებები უარყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ 14 წლის მოზარდმა საჩივარი შურისძიების მიზნით შეიტანა.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close