ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

ქეთი თოფურიამ ანდრეა ბოჩელისთან ერთად იმღერა გალა ვახშამზე (ვიდეო)

იტალიის კუნძულ კაპრიზე, ექსკლუზიურ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capri Palace Jumeirah-ში BIG ART FESTIVAL-ის გალა ვახშამი გაიმართა, რომელიც ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.

კონცერტის პირველი ნაწილი მსოფლიოში ცნობილ ჯაზ-პოპ შემსრულებელს, ინგლისელ ჯეიმი კალუმს (Jamie Cullum) დაეთმო, მეორე ნაწილში კი მსმენელი ლეგენდარულმა იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ მოხიბლა. აღსანიშნავია, რომ ბოჩელიმ ცნობილი სიმღერა Vivo per lei რუსეთში მცხოვრებ პოპულარულ ქართველ მომღერალთან, „A studio“-ს სოლისტ ქეთი თოფურიასთან ერთად შეასრულა.

გალა ვახშამზე დასასწრები ერთი ბილეთი 2000 (პლატინის ბილეთი) და 2500 (შავი ბილეთი) ევრო ღირდა. მაგიდები 8 კაცზე იყო გაშლილი.

„ლეგენდარული არტისტები, დიდებული ხმები და შესანიშნავი შესრულება – კონცერტი ნამდვილად არის ზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა“, – წერენ სოციალურ ქსელში მოხიბლული სტუმრები.

ქეთიმ ლეგენდარულ ბოჩელისთან ერთად სიმღერის შესრულების ვიდეოკადრები ინსტაგრამზე ატვირთა წარწერით „thank u Legend“ და ანდრეა ბოჩელი და BIG ART FESTIVAL-ი მონიშნა.

არსებული ინფორმაციით, ქეთი თოფურია იტალიაში საქართველოდან გაფრინდა, სადაც მეუღლესთან, დედასა და შვილებთან ერთად ისვენებდა.

ქეთი რამდენიმე დღის განმავლობაში აზიარებდა ფოტოებს და ვიდეოებს ინსტაგრამზე კაპრიდან. „А სტუდიოს“ ქართველი სოლისტი პოპულარულია არა  მარტო, როგორც მომღერალი, არამედ ჩაცმის სტილითაც, რომელიც ყოველთვის ორიგინალური და დახვეწილია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official)

35 წლის ქეთი თოფურია ამჟამად მეორე ქმართან, ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც წლინახევრის ვაჟი – ადამი ჰყავს. მომღერლის გოგონა პირველი ქორწინებიდან – ოლივია კი 7 წლისაა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close