ჰოროსკოპი

ამ დღეს ახალი მთვარე ყველა ადამიანზე გავლენას მოახდენს – რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

2022 წლის 28 ივლისს ახალი მთვარე, რომელსაც „ყვითელ მთვარესაც“ უწოდებენ, ლომის ნიშანში იქნება. ახალი მთვარე თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, უფრო კონკრეტულად კი, როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებზე, ქვემოთ გაეცანით:

ვერძი

ამ დროს ვერძი განწყობის ხშირ ცვალებადობას გრძნობს – თავშეუკავებლობამ შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას დიდი პრობლემები შეგიქმნათ. თუ გარემოებები საშუალებას მოგცემთ, უმჯობესია დარჩეთ სახლში, რათა მოზღვავებული აგრესია უმიზეზოდ არ გამოხატოთ და ისე არ აწყენინოთ ადამიანებს, რომ მერე ინანოთ. ჯობს ამ დღეს მომატებული ენერგია სწორად გამოიყენოთ, მაგალითად, საოჯახო საქმეებს მიუბრუნდით და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ გვერდზე გადადეთ.

კურო

ახალი მთვარის დროს კუროს ნიშნის წარმომადგენლებს არასწორი ემოციები გააკონტროლებენ. ამ დღეს ნეგატიური გრძნობების მოზღვავებას იგრძნობთ, ამიტომაც ადამიანებს სთხოვეთ, რომ ძალიან მკაფიოდ გესაუბრონ, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ და არც კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ. 28 ივლისს ჯობს დრო საკუთარ თავთან, მარტო გაატაროთ.

ტყუპი

ტყუპებში შემოქმედებითობა, კრეატიულობა განსაკუთრებით გაიზრდება, ამიტომაც თამამად შეგიძლიათ რთულ პროექტებს შეეჭიდოთ. დაუთმეთ ეს დღე კარიერას და მალე ხელშესახებ ცვლილებასაც იგრძნობთ, თუმცა, ასტროლოგების თქმით, 2022 წლის 28 ივლისს ფინანსური ვალდებულების დავიწყების რისკია. ამიტომაც წინასწარ დაფიქრდით, თუ სესხი ან კომუნალური გადასახადები გადასახდელი გაქვთ, არ დაგავიწყდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს დაიწყეთ პირადი პრობლემების გადაჭრა. თუკი შესაფერის სიტყვებს იპოვით, შეძლებთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს სისწორეში დაარწმუნოთ. სამსახურში ფრთხილად იყავით. ახლა შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც მომავალში თავს აუცილებლად შეგახენებთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა ერთი დღით მაინც გადადეთ და მერე კარგად დაფიქრდით.

ლომი

28 ივლისს, ფაქტობრივად, ყველაფერი გაგაღიზიანებთ, ამიტომაც ჯობს, გამორთოთ ტელეფონი და სახლში, საკუთარ თავთან მარტო, მშვიდად იყოთ. ემოციური დაძაბულობის დროს მიმართეთ საყვარელ ჰობის, კარგად დაისვენეთ და დაიძინეთ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებმა შესაძლოა ზოგიერთი დაავადების გამწვავება იგრძნონ. გააკონტროლეთ კვება, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ გააღიზიანოთ. გარდა ამისა, შესაძლოა ქრონიკული დაავადებებიც გამწვავდეს, ამიტომაც 28 ივლისს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, დაისვენეთ და პოზიტიური განწყობა შეიქმენით.

სასწორი

შესაძლოა ამ დღეს სრულიად უმიზეზოდ წამოიწყოთ კონფლიქტი. ცუდ ხასიათს ნუ დაემორჩილებით. გამხიარულდით, წადით კინოში ან თქვენს საყვარელ კაფეში, მოამზადეთ კერძი, რომელიც გიყვართ. 28 ივლისს ნოსტალგია, მოწყენილობა და უარყოფითი ემოცია იქნება დომინანტი, ამიტომაც ყველაფრის უფლება მიეცით თქვენს თავს, რაც გაბედნიერებთ და მთელი გულით გიყვართ.

მორიელი

28 ივლისს არ შეგეშინდეთ თამამი გადაწყვეტილებების მიღებისა – თქვენი ყველა ქმედება წარმატებით დაგვირგვინდება. პირად ურთიერთობებში, პირიქით, თავშეკავებული და ტაქტიანი იყავით და საყვარელ ადამიანზე ზეწოლას ნუ მოახდენთ. ამან შესაძლოა კონფლიქტამდეც მიგიყვანოთ.

მშვილდოსანი

კომუნიკაბელურ მშვილდოსანს მარტო ყოფნა მოუნდება. აუხსენით თქვენი გადაწყვეტილება სხვებს და საკუთარი თავისთვის იზოლირებული, თავისუფალი დრო მოიწყვეთ. დაფიქრდით ყველაფერზე, რაც გაშფოთებთ და მარტოობით ისიამოვნეთ. უარი თქვით მეგობრულ წვეულებებზე ან სტუმრად წასვლაზე – ასეთი ღონისძიებები 28 ივლისს მხოლოდ გაგაღიზიანებთ.

თხის რქა

2022 წლის 28 ივლისს თხის რქებს ნეგატიური აზრები და შიშები განაგებენ, თუმცა ნუ შეგეშინდებათ, ეს მალე გაივლის. უარი თქვით მანქანით მგზავრობაზე ან ფრენებზე. მიიღეთ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. მალე ნეგატიური ემოციები შეიცვლება და ჩვეული საბრძოლო სულისკვეთება დაგიბრუნდებათ.

მერწყული

გაქვთ შანსი, საკამათო სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გადააქციოთ. გამოიყენეთ ეს დღე დაკარგული სიმშვიდის მოსაპოვებლად. ახლა მერწყულს უახლოესი მომავლის გეგმების შედგენა და მათი განხორციელება შეუძლია. ნუ მისცემთ ადამიანებს ისეთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. 2022 წლის 28 ივლისს მერწყულებს განსაკუთრებით მოუწევთ საკუთარი სიტყვების გაკონტროლება.

თევზები

ამ დღეს შესაძლოა სიტუაციის გაკონტროლება გაგიჭირდეთ, ამიტომაც მიჰყევით დინებას და ნუ ინერვიულებთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ძალიან მალე დაბნეულობა შეიცვლება და საკუთარი გეგმების განხორციელებას დაიწყებთ. 28 ივლისს მოულოდნელი სიურპრიზისთვის მოემზადეთ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close