კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში 34 წლის ქართველი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა

საბერძნეთში 34 წლის ქართველი დააკავეს – ბერძნული მედიის ცნობით, კაცი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა. 

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პატრულირებდა. ეკიპაჟმა კაცი გუშინ დილით ამპელოკიფში ფაქტზე დააკავა.

პოლიციის დაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დაკავებულმა იმავე ტერიტორიაზე დამატებით სამ დაწესებულებაში: საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო, შეიჭრა. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კაცი ფულსა და სხვადასხვა პროდუქტს იპარავდა.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close