ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18-24 ივლისი

ამ კვირის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე მეორე, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები კვირის დასაწყისისთვის დაგეგმოთ და ბოლოსკენ არ გადადოთ. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე პერიოდში შეძლებთ აქტიურად იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის, დაიცვათ პირადი დამოუკიდებლობა და  საკუთარი თავი სულ სხვა კუთხით გამოავლინოთ. ეს შესანიშნავი დროა თქვენი შესაძლებლობების გასავითარებლად. ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება აჩვენოთ თქვენი უნიკალურობა და ორიგინალურობა. შეეცადეთ ეს ყველაფერი თანმიმდევრულად გააკეთოთ, მაშინ შედეგი აუცილებლად შესამჩნევი გახდება.

კვირის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არავინ მოგატყუოთ. იმ ინფორმაციებიდან, რომლებსაც ამ პერიოდში მიიღებთ, უმეტესობა შეიძლება არასწორი, დამაბნეველი, დამახინჯებული იყოს. გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტი გაითვალისწინეთ. კვირის მეორე ნახევარი არ არის შესაფერისი დოკუმენტებთან მუშაობისთვის და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ვერძი

ამ კვირაში ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით  ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებებს უნდა ელოდოთ. თავდაჯერებულობა თქვენი ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება პროფესიულ გზაზე, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და ხელმძღვანელებისა და  კოლეგების აღიარება დაიმსახუროთ. თუ ბიზნესში ხართ, მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა, თუმცა გამორიცხული არ არის, ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. შაბათ-კვირა თითქმის იდეალური იქნება, თუ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

კურო

ვარსკვლავები წარმატებულ კვირას გპირდებათ, თუმცა კვირის პირველი ნახევარი შეიძლება ძალიან დატვირთული იყოს. სამშაბათს და ოთხშაბათს სასურველია არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ გასცეთ კითხვებზე საბოლოო პასუხები. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი გეგმებისა და იდეებისთვის, მაგრამ თუ მათ დროულად არ განახორციელებთ, დიდი ხნით გადაგედებათ. შეეცადეთ ამ კვირაში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ახლობელ ადამიანებთან, ეს მათთან ურთიერთობას უფრო თბილს და ჰარმონიულს გახდის. ასევე ღირს პირად ცხოვრებაზე ზრუნვა: თავად გამოიჩინეთ ინიციატივა და შეხვედრა დანიშნეთ. ყველაფერი კარგად წარიმართება.

სასიკეთო დღეები: 18, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

ტყუპი

ამ კვირაში მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ და მშვიდად მიჰყევით დინებას, თანდათან ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც თქვენ გინდათ.  ინტელექტუალური კვლევები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, საინტერესო ვიზიტები და მოგზაურობები გელით – იღბალი თქვენი თანამგზავრი იქნება. მოემზადეთ იმისთვის, რომ სწრაფად იმოქმედოთ, მაგრამ  აურზაურს ნუ ატეხთ. ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს, რაც პირად ცხოვრებაზეც კარგად აისახება. თქვენს ოჯახში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 18.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმეტესობა ამ კვირაში ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს პირად ცხოვრებას, პრიორიტეტად აირჩევს პროფესიულ თუ სამეწარმეო საქმიანობას. ფხიზელი გონება და ინტუიცია დაგეხმარებათ, ბრწყინვალედ გაუმკლავდეთ ყველა ამოცანას. საინტერესო სამუშაო საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ განწყობის უეცარი ცვლილება. ხელმძღვანელობა დააფასებს თქვენს ცოდნას და ნიჭს. თქვენი შრომისმოყვარეობა  საშუალებას მოგცემთ გადაჭრათ მრავალი პრობლემა და გექნებათ დრო, რომ დაასრულოთ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ. დაელოდეთ ხელფასის გაზრდას. კვირა ძალიან კარგი დღეა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 22.

ლომი

იზრუნეთ სამსახურში და ოჯახში თქვენი პოზიციის შესანარჩუნებლად, გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას. არ თქვათ უარი პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობებზე, მაგრამ ნუ შეეცდებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ორშაბათისთვის დაგეგმილი მოგზაურობები შესაძლოა ჩაგეშალოთ. ხუთშაბათს შეეცადეთ იყოთ უფრო მიმტევებელი საკუთარი თავის და, თუ შეგიძლიათ, გარშემო მყოფების მიმართ. ეს პერიოდი კარგი დროა თვითგანვითარებისთვის, მათ შორის, სულიერი განვითარებისთვის, ახალი იდეებისა და პროექტების პოპულარიზაციისთვის. შაბათს მიეცით თავს საშუალება დაისვენოთ და განიტვირთოთ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მეგობრები მოინახულოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 19.

ქალწული

ამ კვირაში შანსი გექნებათ საგრძნობლად წინ წახვიდეთ, უბრალოდ, უნდა აირჩიოთ სწორი მიმართულება და არ დანებდეთ დაბრკოლებებს. სამშაბათს თქვენი ტემპერამენტი განსაკუთრებით აკონტროლეთ, თორემ შეიძლება უშნო ხუმრობამ პრობლემა შეგიქმნათ. მუშაობისას კონკურენცია ძალიან ძლიერი იქნება. ყველაფერი გაქვთ, რომ თქვენი მდგომარეობის მართვა შეძლოთ, თავი მშვიდად, თავდაჯერებულად იგრძნოთ და მიაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ საქმეში. პარასკევს შეგიძლიათ წარმატებით  დაიწყოთ ენერგიული აქტივობა, მაგრამ შეეცადეთ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას თქვენთვის სასურველ, მშვიდ გარემოში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია თუნდაც ყველაზე ორიგინალური და ფანტასტიკური იდეების განსახორციელებლად. გაგიგებენ და დაგეხმარებიან. გაიხსენეთ რამდენიმე ხნის წინ მიცემული დაპირება,  – მისი შესრულების დრო მოვიდა. თუ თქვენი გარემოცვიდან ვინმე გადაწყვეტს თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტას, ამას ფილოსოფიურად შეხედეთ, უბრალოდ, თქვენი გზები გაიყარა, მალე თქვენს ცხოვრებაში ვიღაც ახალი და მნიშვნელოვანი პიროვნება გამოჩნდება. შეცვალეთ ემოციები ლოგიკით და პრობლემები წარსულს ჩაბარდება.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

მორიელი

შეეცადეთ საქმეები არ ააჩქაროთ და ისეთი დინებით მიუშვათ, როგორც ბუნებრივად მიმდინარეობს. შეიძლება დაგჭირდეთ გამძლეობისა და სიმტკიცის გამოვლენა, რათა თქვენი თვალსაზრისი დაიცვათ  და  პრობლემები მოაგვაროთ.  შეუპოვრობითა და მონდომებით ბევრს მიაღწევთ და ძალიან კარგ დივიდენდებს გამოიმუშავებთ არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ეცადეთ, ბევრი არ ისაუბროთ უცნობებთან, მაგრამ არ დაუმალოთ თქვენი გრძნობები საყვარელ ადამიანს. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია ახალი ბიზნესპარტნიორების შეძენა, ძალიან ხელსაყრელ შემოთავაზებებს მიიღებთ.  შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, ბუნებაში დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

მშვილდოსანი

ამ კვირაში  ყურადღების ცენტრში იქნებით და საშუალება გექნებათ საშუალება პროფესიულ სფეროში თქვენი შრომისმოყვარეობის მაგალითი აჩვენოთ. ხელმძღვანელობა დააფასებს თქვენს დამსახურებას და შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობის გაძლიერება. არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს სიძლიერესა და შესაძლებლობებში. წარმატებული იქნებით კომერციულ გარიგებებში, რომლებიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან ან სახლის კეთილმოწყობასთან. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით. საერთოდ, დაელოდეთ კარგ ამბებს ცხოვრების ყველა სფეროში.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

თხის რქა

როგორც ვარსკვლავები მიუთითებენ, ამ კვირაში ბევრ თქვენგანს ელის ცვლილებები უკეთესობისკენ. სამსახურში წარმატება დაფუძნებული იქნება თქვენს პუნქტუალურობასა და კეთილსინდისიერებაზე. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს უფლებას, მანიპულირება მოახდინონ თქვენზე, ნუ წახვალთ გაუთავებელ კომპრომისებზე. სამშაბათს წარმატებული იქნება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. პარასკევს განსაკუთრებით ფრთხილად აკონტროლეთ თანაშემწეების და კოლეგების მუშაობა, იმოქმედეთ „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ წესის მიხედვით. თქვენს პირად ცხოვრებაში სიყვარული და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 18.

მერწყული

ყველაფერი, რასაც ამ კვირაში გააკეთებთ, შესანიშნავი იქნება ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით. ცხოვრების ყველა სფეროში ნებისმიერ რთულ ამოცანას  ეფექტიანად მოაგვარებთ. ახალი შესაძლებლობები გაგიხსნით გზას ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. საქმიანი შეხვედრები პარტნიორებთან კვირის პირველ ნახევარში ძალიან წარმატებული იქნება. არ დაუჯეროთ შურიან ადამიანებს და არავის მისცეთ უფლება, შეასუსტოს თქვენი ენთუზიაზმი. შაბათ-კვირას შეეცადეთ, სახლიდან გახვიდეთ, დრო  სუფთა ჰაერზე ან აგარაკზე გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 24.

თევზები

ამ კვირაში შეძლებთ ისარგებლოთ უმეტესი შესაძლებლობებით, რასაც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ. მარტოხელებს რომანტიკული ურთიერთობა ელით, დაქორწინებულ წყვილებს სრული ჰარმონია ექნებათ, მცირე ოჯახური მოგზაურობა კი მხოლოდ გრძნობებს გააძლიერებს. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია მივლინებები, რომლებსაც კარიერული ზრდა მოჰყვება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. შაბათ-კვირას დროს ისევ მუშაობაზე ნუ დახარჯავთ, შეეცადეთ მშვიდად, სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close