კრიმინალისაბერძნეთი

ქართველები ბერძნულ კრიმინალურ დაჯგუფებებში – გაფრთხილება მოსახლეობას

საბერძნეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქურდობაზე, ძარცვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, ასევე, ბასრი საგნების გამოყენებით თავდასხმებსა და ჩხუბებზე პასუხისმგებლები ახალგაზრდული დაჯგუფებები არიან, რომელშიც ბერძნებთან, ალბანელებთან, ეგვიპტელებთან და პაკისტანელებთან ერთად ქართველებიც შედიან. 

ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის პროვინცია ატიკაში დაახლოებით 16 აქტიური ახალგაზრდული დაჯგუფებაა, რომელშიც 180-მდე წევრია. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ესენი არიან კრიმინალური აქტივობის მქონე ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებსა და ახალ სასწავლო წელს საქმიანობას კიდევ უფრო გაამძაფრებენ“, – წერს გამოცემა Greekcitytimes.com.

მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავეს არასრულწლოვანები, რომლებიც თანატოლებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაესხნენ თავს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტურისტულ ზონაში 60-70 არასრულწლოვანია, რომლებიც ადგილობრივებს თავს ესხმიან.

„აკროპოლისისა და მონასტირაკის მიდამოებში არასრულწლოვანთა ხუთი ჯგუფი მოქმედებს, რომელთაგან თითოეული მინიმუმ 12 ადამიანისგან შედგება. დაჯგუფებებში შედიან ბერძნები, ალბანელები, ქართველები, ეგვიპტელები და პაკისტანელები, რომლებიც მონაწილეობენ ქურდობაში, ძარცვაში, ნარკოტრაფიკსა და დანით ჩხუბში“, – წერს გამოცემა საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით.

მედიასაშუალება მეთევზეებზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ ქვეყანაში გააქტიურებულია ნარკოტიკებით ვაჭრობა: „აქ ეს ისეთივე მარტივია, როგორც წყლის მიღება. ნარკოტიკების ადვილად ხელმისაწვდომობა ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემად იქცა“.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close