ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას მეტსახელი შეურჩიეს

იტალიურმა გამოცემა persemprenapoli.it-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნავს, რომ ახალწვეულებიდან „ნაპოლის“ გულშემატკივრებში ყველაზე დიდ ინტერესს ხვიჩა კვარაცხელია იწვევს, მაგრამ მის სახელს მაინც არასწორად წერენ –  „კვინჩა“ ხვიჩას ნაცვლად.

გამოცემის ინფორმაციით, ოლივერასთან ერთად ის „ნაპოლის“ ახალი შენაძენია და უკვე გამოავლინა თავისი ტექნიკური უნარები, ყოველთვის მოღიმარია და არ ავიწყდება, თავის გულშემატკივრებს, რომლებიც მის სახელს გაიძახიან, ხელის აწევით მიესალმოს, თუნდაც ისინი მის გვარს და სახელს არასწორად წარმოთქვამდნენ – ეს კი ნამდვილად სერიოზული ამოცანაა…

კვარაცხელია – ჭეშმარიტად იდუმალი სახელი

„როგორ შეუძლიათ აძურის გულშემატკივრებს, რომ თავიანთი კერპი გაახარონ? ეს კარგი ამოცანაა, თუ ქართველის გვარისა და სახელის გაშიფვრის სირთულეს გავითვალისწინებთ. ღვთის გულისთვის, არაფერი პირადული, მაგრამ ნეაპოლში გულშემატკივრები ყველაფერს ცდიან, ამბობენ – კარაშელიაკარაჩელია ან თუნდაც კუარასელია.

Serie A League-ის ტვიტერზეც გონებამახვილურად იხუმრეს კიდეც ხვიჩა კვარაცხელიას გვარის წარმოთქმის სირთულეზე, თუმცა ბიჭის ტექნიკური ოსტატობის გათვალისწინებით ნეაპოლელებს დრო საკმარისად ექნებათ, რომ ახალგაზრდა ქართველის გვარის სწორად გამოთქმა ისწავლონ.

„ნაპოლიმ“ ამ ამოცანის გასამარტივებლად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქართველი ცდილობს, ხალხს აუხსნას, როგორ წარმოთქვან მისი გვარ-სახელი. „ვიცი, ჩემი სახელი და გვარი ძნელი წარმოსათქმელია, ამიტომ მინდა დაგეხმაროთ“, – ამბობს ვიდეოში ხვიჩა კვარაცხელია ინგლისურად“, – წერს გამოცემა.

ხვიჩამ „ნაპოლიში“ სათამაშოდ 77-ნომრიანი მაისური აირჩია და, სავარაუდოდ, ფორმაზე მისი გვარი სრულად დაიწერება იმ იმედით, რომ პუბლიკა მიეჩვევა. ამასობაში მან თავად მიიღო ის მეტსახელი, რომელსაც ყველა სპონტანურად იყენებს – „კვარა“.

ამასთან, სპალეტი მას უკვე ყურადღებით ადევნებს თვალს. ბიჭმა უნდა ისწავლოს ვარჯიშის „ევროპული“ მეთოდები და მეტი ყურადღება მიაქციოს მწვრთნელის მითითებებს მოედანზე შესრულებულ მოძრაობებზე“, – წერია persemprenapoli.it-ზე გამოქვეყნებულ წერილში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close