ვიდეომოგზაურობა
ტურისტმა ვიდეოზე აღბეჭდა საოცარი სანახაობა, რომელიც ჟრჟოლას მოგგვრით (ვიდეო)
ცენტრალურ ნეპალში, ანაპურნის მთიან რაიონში, ყინულოვანი ტბა კაპუჩეს ნაპირას ტურისტმა თავისი ტელeფონით დაიწყო საფირონის ფერი მოლივლივე ტბისა და მის გარშემო თვალწარმტაცი მთების ხედის გადაღება და როდესაც ეგონა, რომ ცხოვრებაში საუკეთესო ვიდეოკადრების აღბეჭდვა შეძლო, სწორედ მაშინ ელოდა დიდი სიურპრიზი… ტბის ზემოთ, შორიდან, 5000 მეტრის სიმაღლის მთიდან მასიური ზვავი წამოვიდა, თოვლის ბოლქვების თანხლებით.
აღტაცებულმა და აღელვებულმა ტურისტმა კირან შრესტამ უნიკალური კადრების გადაღება შეძლო.
და ეს ფანტასტიკური სურათი ბოლოს კაშკაშა ცისარტყელამ დააგვირგვინა, რამაც ტურისტების კიდევ უფრო მეტი აღფრთოვანება და აჟიტირება გამოიწვია.
კომენტარები