fbpx
მოგზაურობამსოფლიო

2023 წლიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი იქნება

2023 წლის მაისიდან ევროკავშირი ETIAS-ის სისტემას დანერგავს, შესაბამისად, გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ვიზას არ საჭიროებენ, მოგზაურობამდე ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია და თანხის გადახდა მოუწევთ. 

ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, ETIAS ვიზასთან შედარებით, ბევრად უფრო მარტივი პროცედურაა – საჭიროა 10-წუთიანი ონლაინ კითხვარის შევსება, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას არ ითხოვს. 18-დან 70 წლამდე პირებისთვის გამგზავრების უფლების მოპოვება 7 ევრო ეღირება, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოგზაურებს.

სისტემა ამოქმედდება ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ადრე ვიზა არ სჭირდებოდათ. ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხო.

განმცხადებლის მოთხოვნა მალევე – „რამდენიმე წუთში“ მსურველთა დაახლოებით 95%-ს დაუკმაყოფილდება, თუმცა გამონაკლისის შემთხვევაში დამტკიცების მაქსიმალური დრო ერთი თვე შეიძლება იყოს. ნებისმიერს, ვისი მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება, გასაჩივრების უფლება ექნება.

ETIAS-ში შევსებული ინფორმაცია ავტომატურად დამუშავდება, ის შედარდება ინტერპოლის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ტერორისტებისა და კრიმინალების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. თუ პირის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამამ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მას ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცემა.

თუ ETIAS-ის პროგრამა რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ამ შემთხვევაში მას 96 საათის განმავლობაში კომპეტენტური ორგანოები ცალკე დაამუშავებენ.

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close