fbpx
ტექნოლოგიები

„ამაზონის“ ხმოვანი ასისტენტი ALEXA მომხმარებლებს გარდაცვლილი ახლობლების ხმით დაელაპარაკება (ვიდეო)

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მომხმარებლებისთვის სიახლეს ნერგავს – კომპანიამ გამოიყენა ხმის სინთეზის ტექნოლოგია, რათა Alexa-მ გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს, – ამის შესახებ Mirror-ი წერს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს, კოვიდპანდემიისას დაკარგულ ახლობლებთან სიახლოვე იგრძნონ.

Amazon-მა სიახლე ლას-ვეგასში გამართულ მორიგ კონფერენციაზე გაასაჯაროვა.

ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებისთვის ახლო მომავალში დაინერგება. Alexa-ს გარდაცვლილი ახლობლის ხმით ასალაპარაკებლად 1 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერიც საკმარისი იქნება.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close