ბანანში დამალული 83 მლნ დოლარის კოკაინი შეცდომით სუპერმარკეტებში შეიტანეს (ვიდეო)
კონტრაბანდისტებმა კოკაინის პარტია დაკარგეს, რომელიც ბანანის ყუთებში იყო დამალული – კონტრაბანდა შეცდომით ჩეხეთის სუპერმარკეტებში შეიტანეს, იუწყება გამოცემა Newsweek–ი.
The haul was eventually seized by cops when supermarket workers at different stores across the country started discovering the powder-filled packages in the banana crates.https://t.co/OuS7axp7Il
— Newsweek (@Newsweek) June 16, 2022
კონტრაბანდული კოკაინის პარტია, 840 კგ ნარკოტიკი, რომელიც 83 მილიონ დოლარად არის შეფასებული, პოლიციამ მას შემდეგ ამოიღო, რაც ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომლებმა ბანანის ყუთებში უცნობი ფხვნილის შემცველი პაკეტები აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ პროდუქცია ჩეხეთში კოლუმბიიდან შევიდა, ჰამბურგის პორტის გავლით.
სუპერმარკეტებში, სადაც თანამშრომლებმა კოკაინის შეფუთვები აღმოაჩინეს, ოპერატიულად გამოცხადდნენ კინოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებუი და გამომძიებლები.
სამართალდამცველების თქმით, ისინი საერთაშორისო უწყებებთან ითანამშრომლებენ, რათა გაირკვეს, ვინ არის ჩეხეთში შესული კონტრაბანდული კოკაინის მფლობელი. უფრო მეტიც, გამომძიებლებს აინტერესებთ, როგორ მოხვდა ბანანის ყუთებში დაფასოებული ნარკოტიკები ჰამბურგის პორტში, სადაც ის განაბაჟეს კიდეც.
sputnik-georgia.com
კომენტარები