მოგზაურობაnews
უცხოეთიდან სააქართველოში ჩამოსული ნებისმიერი პირი თავისუფლდება აცრის და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის, აგრეთვე, კარანტინის ვალდებულებისგან
დღეიდან, 15 ივნისიდან უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი პირი გათავისუფლებულია აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან.
ამას ითვალისწინებს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, „უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან“.
კომენტარები