ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2022 წელს თავიანთ დიდ სიყვარულს შეხვდებიან

ჯერ არ გიპოვიათ ის ადამიანი, რომელთანაც მზად ხართ, მთელი ცხოვრება გაატაროთ? მაშინ მოემზადეთ – აი, ზოდიაქოს ის 5 ნიშანი, რომლებსაც სიყვარულის ქალღმერთის წყალობა ელოდებათ 2022 წელს, განსაკუთრებით – ზაფხულიდან…

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

მიმდინარე წელი კუროს ნიშნის წარმომადგენლებს თავიდანვე უამრავ ცვლილებას და ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შესაძლებლობას დაჰპირდა. ჰოდა, ზოდიაქოს ამ ნიშანს განსაკუთრებით ბევრი ახალი რამ სასიყვარულო სფეროში ელის. მოულოდნელობებითა და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე რომანტიკული თავგადასავალი არაერთი მათგანის ცხოვრებაში მგზნებარე სიყვარულში გადაიზრდება. ახალი გრძნობა გახდება კუროს მთავარი მოტივაცია, შთაგონება, დასაყრდენო და მათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარება, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვარსკვლავები გირჩევენ, თავით არ გადაეშვათ სასიყვარულო გრძნობების მორევში, სამუშაო, საშინაო საკითხები და ყოველდღიური საქმეებიც, შეძლებისდაგვარად, არ დაივიწყოთ და ყველაფერი იდეალურად იქნება.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

2022 წელი ლომებს უამრავ მოულოდნელ და სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება სასიყვარულო კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებს კარგი რომანტიკული ურთიერთობა არ აქვთ, წელს მათ აუცილებლად გაუმართლებთ. სულში მსუბუქი და სათუთი გრძნობები აენთება, რომელსაც მოულოდნელი, ძალზე ემოციური და თბილი შეხვედრა გააღვიძებს. ლომებს, ძირითადად, ზაფხულში ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ადამიანს, ვისთანაც ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის დამყარებას შეძლებენ. ეს საოცარი ნაცნობობა დაეხმარებათ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, გადავიდნენ კეთილდღეობის ახალ დონეზე, დაიკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნები – როგორც მატერიალურად, ისე ინტიმური კუთხით. ვარსკვლავები მათ ჰპირდებიან, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლო და ძალიან ბედნიერი იქნება.

ქალწული (23 აგვისტო -22 სექტემბერი)

ზაფხულის პერიოდში პირად ცხოვრებაში ცვლილებები თითქმის ყველა ქალწულს ელის – ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მიწის სტიქიის ამ წარმომადგენლებს სიყვარული ახლა უფრო მეტად სურთ, ვიდრე ოდესმე. ბედი მათ საოცრად ჰარმონიული ურთიერთობის შანსს მისცემთ, მხოლოდ ეგაა, რომ არჩევანის გაკეთება რამდენიმე კანდიდატს შორის მოუწევთ, რაც ადვილი არ იქნება. შესაძლებელია, ახალი პარტნიორი მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს, რისთვისაც ქალწულები ხშირად უნდა გავიდნენ საზოგადოებაში, უარი არ უნდა თქვან მეგობრებთან შეხვედრაზე: შესაძლოა ისინი თავიანთ რჩეულს საერთო მეგობრების გარემოცვაში შეხვდნენ. და ეს ურთიერთობა, სავარაუდოდ, მომავალში ქორწინებით დასრულდება.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

2022 წელს წყლის სტიქიის ეს წარმომადგენლები საბოლოოდ იპოვიან ადამიანს, რომელთანაც ბედნიერები იქნებიან, შეხვედრა კი მოულოდნელი იქნება: სავარაუდოდ, შემთხვევითი გაცნობა სამსახურში, სპორტდარბაზში ან მაღაზიაში, რასაც რომანტიკული პაემნები, კომპლიმენტები, საჩუქრები და წლის ბოლომდე ერთ ბინაში გადასვლა მოჰყვება. მომავალ მეორე ნახევართან შეხვედრისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო შემოდგომაა, მორიელის რჩეული კი შეიძლება დაბადებული იყოს სასწორის ან კუროს თანავარსკვლავედის ქვეშ. მორიელი პრიორიტეტებს შეიცვლის და პარტნიორის ნდობას ისწავლის. დასრულდება თუ არა ურთიერთობა ქორწინებით, ამას ვარსკვლავები არ ამხელენ, მაგრამ მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ბევრ სასიამოვნო შთაბეჭდილებას აუცილებლად მოუტანთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

მერწყულებს მიმდინარე წელი უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, შეხვდნენ ისეთ ადამიანს, როგორზეც ჰაერის სტიქიის ეს ნიშანი მუდმივად ოცნებობს: ჭკვიანს, დახვეწილს, კეთილს, ინტელექტუალურს. სასიყვარულო ურთიერთობისთვის ყველაზე ხელსაყრელი ზაფხული იქნება, განსაკუთრებით ივლისი. ნაკლები ალბათობით, ბედნიერი გაცნობა შეიძლება ნოემბერშიც მოხდეს. ვარსკვლავები დაჟინებით ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს, ხშირად იარონ საზოგადოებრივ ადგილებში: პარკში, რესტორანში, სავაჭრო ცენტრში…და  სწორედ იქ შეხვდებიან მომავალ პარტნიორს სიყვარულში.ზოგიერთი მერწყული ახლებურად შეხედავს თავის გარემოცვას და აუცილებლად შეამჩნევს ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია სიმპათია აქვს მის მიმართ. ვარსკვლავები მათ ბედნიერებას უწინასწარმეტყველებენ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close