ეკონომიკასაქართველო

„ქართული ტურიზმის ბრილიანტი“ – წალკის კანიონზე 240-მეტრიანი პანორამული შუშის ხიდი გაიხსნა (ვიდეო)

წალკის ხიდის შუაში მდებარე კაფე-ბარი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება - ეკატერინე თორდია

დღეს, 14 ივნისს ალგეთის ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ისრაელს ამ პროექტით დაინტერესებისთვის და, კერძოდ, ისრაელის კომპანია „კასს ლენდს“ (Cass Land), რომელმაც პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 სამუშაო ადგილი შექმნა. კომპლექსში, ძირითადად, ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდნენ, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს.

უნიკალური კომპლექსის დამთვალიერებლებს შთამბეჭდავი სანახაობა ელოდებათ – 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდი, პანორამული გადასახედები, ულამაზესი ხედები; ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე, ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო აუზი, 1800-მეტრიანი გზა კასკადურ ჩანჩქერებამდე მისასვლელად, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა.

ხიდის შუაში, 200 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია ორიგინალური – ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, რომლის შესახებაც გახსნაზე „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა, რომ ის უნიკალურია და  ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.

„…ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში.

აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, ეს არის ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ პირველი ნაწილი. ახლა კი ვაანონსებ რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას, რომელიც განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას, დამატებით აშენდება 200 ვილა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერის. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ წალკა ვაქციოთ მსოფლიო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად“, – განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშისკანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.

ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტი წალკის კანიონის პანორამულ ხიდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close