რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
ქორწინება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მას შეუძლია განსაზღვროს თქვენი მომავალი ბედი და გაქციოთ ან ბედნიერ ადამიანად, ან მთლიანად გაანადგუროს ყველა ოცნება. ამიტომ საჭიროა დაფიქრება, სანამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ.
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომლებიც განსაკუთრებულად სწორედ სხვა ადამიანთან თანაცხოვრებისას ვლინდება. თუ გსურთ, გაიგოთ, რა გელით ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელთან, თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს, რომელიც კონკრეტული ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს სხვა თვალით დაგანახვებთ.
თუ ვერძთან გაქვთ ცხოვრების დაკავშირება გადაწყვეტილი, მზად იყავით უსასრულო მხიარულებისთვის. ეს ნიშანი თავისი სიცოცხლისმოყვარეობითა და ვნებით გამოირჩევა. მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რადგან ზოგიერთი ძალიან მაღალ ტემპსაა მიჩვეული და ამის გაძლება ყველას არ შეუძლია, ან შესაძლოა გამოაჩინოს თავიანთი ეგოიზმი და ძალაუფლებისმოყვარე ნატურა, ამით კი თქვენი გრძნობები დაამსხვრიოს.
კურო
ნუთუ, ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელთანაც ბედნიერი ვიქნები? კეთილია, შრომისმოყვარე, ამასთან, არ უყვარს ბარში მეგობრებთან ჯდომა. დიახ, მას უყვარს ფუფუნება, მაგრამ ყველაფერ დანარჩენში მშვიდი ცხოვრებისთვის იდეალური პარტნიორია. მაგრამ ხომ არ მოიწყენთ მასთან? რადგან კურო მომთხოვნია მეუღლის მიმართ და მისგანაც ანალოგიურ ქმედებებს მოითხოვს. გართობა და ვნება – ეს მისი თვისება არ არის.
ტყუპი
ტყუპები სოციალურად ძალზე აქტიური არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი ურთიერთობები; აქვთ განვითარებული ინტელექტი, იუმორის კარგი გრძნობა, გარშემომყოფებს ის ძალიან უყვართ. მაგრამ მას სხვების მოსმენა მაინცდამაინც არ უყვართ. უფრო მეტიც, მათ მრავალფეროვნება სჭირდებათ. და ეს ყველაფერს ეხება… მათ შორის – პარტნიორსაც.
კირჩხიბები მეოჯახენი არიან; პატივს სცემენ მშობლებს, უყვართ მზრუნველობა. მათთვის დედა იდეალს განასახიერებს. ამიტომ კირჩხიბი მამაკაცი ყოველთვის შეადარებს თავის პარტნიორს დედას; სურვილი აქვს, ისე უყვარდეთ, როგორც დედას უყვარს.
ლომთან არ მოიწყენთ. ისინი მუდამ ენერგიით არიან სავსე, ადვილად ურთიერთობენ ადამიანებთან, ნებისმიერ საღამოზე წვეულების ცენტრში არიან. მაგრამ თუ რაიმე მათი გეგმის მიხედვით არ მიდის, ცოფდებიან. ემოციების შემოტევისას მათ სისულელის ჩადენა შეუძლიათ. ამიტომ მათი პარტნიორი მუდამ ყურადღებით უნდა აიყოს.
ქალწული იდეალური პარტნიორია, თუ ფინანსურ სტაბილურობას ეძებთ. ერთგულების, კონცენტრაციისა და თავისი საქმიანობის სიყვარულის წყალობით მას ნებისმიერი სიტუაციის გამოსწორება შეუძლია. და მაინც, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან არ მოსწონს რუტინა, ხოლო უწესრიგობა, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, მასში ძალებისა და თავდაჯერებულობის დაკარგვას იწვევს.
სასწორები ურთიერთობებში მშვენივრად აჩვენებენ თავს. შეუძლიათ ადვილად გადაეწყონ რომანტიკულ ტალღაზე და პარტნიორი მოულოდნელი სიურპრიზებით გაახარონ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ ჩერდებიან თავიანთ არჩევანზე. მათ ქალების გულთამპყრობლებად მიიჩნევენ, საჭიროა მუდმივად მათი „დაპყრობა“, კონკურენციის გაწევა. და რაც ყველაზე საინტერესოა, ხანდახან სასწორებს ეჭვიც არა აქვთ თავიანთ თაყვანისმცემლებზე, რადგან ისინი ისედაც ყველას მოსწონს და ჰგონიათ, რომ ეს ნორმალურია.
მორიელი
მორიელი კარგადაა ცნობილი თავისი ვნებიანი ნატურით, რომლისთვისაც უცხო არაა პირდაპირობა და ერთგულება. ასევე, ალბათ გსმენიათ მათი საოცარი შესაძლებლობების შესახებ ინტიმურ სფეროში. მაგრამ შეიძლება ყველაფერი ასე კარგადაც არ იყოს. მათ ხშირად რაღაც საიდუმლოებები აქვთ და, ასევე, დაუფიქრებელი სიტყვის წამოსროლა იციან, რომელსაც ადამიანის ღრმად დაჭრა შეუძლია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანთან გაიგებთ, რა არის ნამდვილი მოგზაურობა. მათი თავგადასავლების წყურვილი ვერაფერს შეედრება. არიან ჭკვიანი ადამიანები და მოწყენის საშუალებას არ მოგცემენб მაგრამ ეს თვისებები არსებით მინუსსაც ბადებს: ვერ იტანენ წინააღმდეგობას, ხოლო კამათმა, სულაც, ძალზე უტაქტო ადამიანებად შეიძლება აქციოს.
თხის რქა ძალზე შრომისმოყვარე და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებულია. ეს ნამდვილად შესანიშნავი თვისებებია, რაც ოჯახური ბედნიერებისთვის ფრიად აუცილებელია. მაგრამ მის სიჯიუტეს ყველაზე მშვიდი ადამიანის გამოყვანაც კი შეუძლია მოთმინებიდან. მასთან ზოგიერთ სიტუაციაში ძალიან მძიმეა ყოფნა, რადგან აუცილებლად ესაჭიროება განმარტოებისთვის პირადი სივრცე.
მერწყულები გულით მუდამ ახალგაზრდები არიან. უყვართ, როცა დროს უთმობენ ჰობის, ასევე უცხო არ არის მათთვის რომანტიკა. ყოველთვის ღია არიან სიახლეებისთვის და არ ეშინიათ ექსპერიმენტებისა როგორც საქმეში, ისე ინტიმურ ურთიერთობებში, მაგრამ მათი ერთგულება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უფრო მეტიც, პერიოდულად, შესაძლოა, სკანდალიც მოაწყონ, რათა არ მოდუნდეთ.
თევზებზე საყვარელი და რომანტიკული განა ვინ იქნება? მათ შეუძლიათ პარტნიორის მოსმენა და მის მიმართ ყოველთვის მგზნებარე დამოკიდებულება ექნებათ, მაგრამ მათი საქციელი ნუ მოგატყუებთ. ერთ მშვენიერ მომენტში შეიძლება შეიცვალონ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების კარნახით იმოქმედონ. და კიდევ – ცვალებადი ხასიათი მათი მთავარი მინუსია.
sputnik-georgia.com
კომენტარები