მსოფლიოპოლიტიკა

ნატომ 2008 წელს რუსეთის სამხედრო პოტენციალი არასწორად შეაფასა და შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა – ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატომ 2008 წელს შეცდომა დაუშვა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეფასებებში და იმაში, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, „ფორინ ფოლისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რასმუსენის თქმით, ნატოს პოზიციების გაყოფამ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, რომელიც საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მეორე შეცდომა, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, იყო სუსტი რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, როდესაც შემოღებული იქნა „რბილი“ სანქციები.

ნატოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ასეთმა პოლიტიკამ რუსეთის პრეზიდენტს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა მიწის ძალით მიტაცება თითქმის ყოველგვარი ფასის გარეშე.

„პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. ბატონი პუტინისთვის სახის გადარჩენის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე რუსული ჯარების აშკარა დამარცხება უკრაინაში. ასე რომ, ჩემი დასკვნა ასეთია: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ასევე ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ და ბრძოლის ნებაც აქვთ. ჩვენი მოვალეობაა, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალებები“, – თქვა რასმუსენმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close