პოლიტიკა

ჩემი სამი შვილი მსახურობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. მათ მითხრეს: „ჩვენ შეგვიძლია ქართველების იმედი გვქონდეს და მათ დავეყრდნოთ“ – კონგრესმენი ჯო ვილსონი

პუტინი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ნატო ასეთი ერთიანი იქნებოდა, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება საქართველოსთვის პოზიტიური სიგნალია.

„შვედეთისა და ფინეთის უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანება არაჩვეულებრივი ახალი ამბავია და პოზიტიური სიგნალი საქართველოსთვის. პუტინი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ნატო ასეთი ერთიანი იქნებოდა. ვაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს, ამერიკელი ჯარისკაცები დგანან პოლონეთში. ყველა გადაწყვეტილების მიზანი თავდაცვის გაძლიერებაა და არა ის, რაც რუსეთს სურდა დაემტკიცებინა – რომ ნატო ამ ნაბიჯებს რუსი ხალხის წინააღმდეგ დგამს. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა. საქართველოს მიმართ მხოლოდ საუკეთესო სურვილები გვაკავშირებს. ჩემი სამი შვილი მსახურობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. მათ მითხრეს: „ჩვენ შეგვიძლია ქართველების იმედი გვქონდეს და მათ დავეყრდნოთ“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

ლიეტუვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კანონმდებლები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარებაზე მსჯელობენ. ვილნიუსში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close