სპორტი

მოითხოვა 20-მილიონიანი ბიუჯეტი, გრძელვადიანი კონტრაქტი და 350 000 წელიწადში – ქეცბაიას ბაქოს „ნეფთჩიში“ იწვევენ

აზერბაიჯანული გამოცემა „სპორტინფოს“ ცნობით, ბაქოს „ნეფთჩი“ ფამაგუსტის „ანორთოსისის“ ქართველ მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სტატიაში – „ნიუკასლის ცოცხალი ლეგენდა „ნეფჩიში“ მუშაობის პირობებს აყენებს“ მოლაპარაკების დეტალებზე წერენ:

„ქართველი მწვრთნელი ამჟამად ფამაგუსტის „ანორთოსისში„ მუშაობს. ის კვიპროსულ კლუბს 2019 წლიდან უდგას სათავეში. ბაქოელ გულშემატკივრებს არ სურთ სამირ აბასოვთან (ამჟამინდელი მწვრთნელი) კონტრაქტის განახლება. „ნიუკასლის“ ლეგენდის ნახვა გუნდში პირდაპირაა დამოკიდებული ფინანსურ საკითხებზე. ეს კი ძალიან რთულად მოსაგვარებელი ამოცანაა, რადგან აზერბაიჯანში ჩასასვლელად ქეცბაიას კლუბის ბიუჯეტის მინიმუმ 20 მილიონ მანათამდე გაზრდა მოითხოვა. მისი თქმით, შეუძლებელია ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც არსებული შესაძლებლობებით „ყარაბაღთან“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. გარდა ამისა, მან მოითხოვა გრძელვადიანი კონტრაქტი და ხელფასი წელიწადში 350 000 ევრო“, – წერს გამოცემა.

სპორტინფომ“ ქეცბაიას წარსულიც გაიხსენა: 

„თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშის საფეხბურთო კარიერა საკმაოდ დატვირთული იყო. თავდამსხმელმა, რომელიც სამშობლოდან 1992 წელს წავიდა, „ანორთოსისში“ 1992-1994 წლებში თამაშობდა. მოგვიანებით ითამაშა ბერძნულ აეკ-ში, ინგლისურ „ნიუკასლსა“ და „ვულვერჰემპტონში“, ასევე შოტლანდიურ „დანდიში“. 2002 წელს „ანორთოსისში“ დაბრუნებულმა ქეცბაიამ გუნდში ხუთი წელი გაატარა და კარიერა იქ დაასრულა. სამწვრთნელო კარიერაც „ანორთოსისში“ დაიწყო და თანამდებობაზე 2009 წლამდე დარჩა. ასევე მუშაობდა პირეოსის „ოლიმპიაკოსში“, „აპოელში“, აეკ-სა და „ორენბურგში“.2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა“.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close