ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

მზე ასეთი არასოდეს გინახავთ – წარმოუდგენლად ახლო გადაღებული ვიდეკადრები

მზისკენ გაგზავნილი კოსმოსური ხომალდი ჩვენს დედავარსკვლავთან პირველად მივიდა ახლო მანძილზე და ეს შეხვედრა შთამბეჭდავ დეტალებში აღბეჭდა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი Solar Orbiter-ი 26 მარტს მზის ორბიტაზე ახლო წერტილში მივიდა (პერიჰელიონი), მზესთან დაახლოებით 48 მილიონი კილომეტრის მანძილზე, მერკურის ორბიტის შიგნით.

ამ მანძილზე ტემპერატურა 500 გრადუს ცელსიუსს აღწევს. შემდეგ პერიჰელიონებში ხომალდი მზესთან კიდევ უფრო ახლოს მივა.

მიახლოებისას ხომალდმა მზე ისეთი იხილა, როგორიც აქამდე არასოდეს გვინახავს – მათ შორის, დაინახა მომაჯადოებელი, ამ დრომდე გამოუცნობი წარმონაქმნები, სახელად „ზღარბი“; ასევე დეტალურად გადაიღო მზის პოლუსები, რომლებიც ჩვენგან არ ჩანს.

„ფოტოები ნამდვილად სულისშემკვრელია. Solar Obiter-მა ხვალვე რომ შეწყვიტოს მონაცემთა შეგროვება, უკვე გამოგზავნილი მონაცემების შესწავლას მაინც წლები დასჭირდება“, — ამბობს ბელგიის სამეფო ობსერვატორიის მზის ფიზიკოსი დევიდ ბერგმანსი.

 

სრულად წაიკითხეთ აქ: 1tv.ge/news/aseti-mze

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close