ქართველები უცხოეთშიnews

ტრაპიზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ადგილზე მოინახულა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.

ერთი დაშავებულის მდგომარეობა, მედიკოსების შეფასებით, მძიმეა, 3 პაციენტის მდგომარეობა კი – საშუალო სიმძიმისა. მათ აქვთ მრავლობითი მოტეხილობა და სისხლჩაქცევები და ტრაპიზონის კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. მსუბუქად დაზარალებული ერთი მოქალაქე კი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე გაიღებს.

მისივე თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები, აჭარის მაცხოვრებლები ერთი ოჯახის წევრები არ არიან. ისინი საკუთარ მცირე ბიზნესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ტრაპიზონში და უკან ბრუნდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ქალაქ ტრაპიზონთან ახლოს, ტრასაზე ქართული ნომრის მქონე მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მართვა დაკარგა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.

თურქული მხარე გამოძიებას აწარმოებს ავარიის მიზეზის დასადგენად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close