პოლიტიკასაზოგადოება

რუსმა სამხედრომ სასამართლო სხდომაზე მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის მკვლელობა აღიარა (ვიდეო)

რუსმა სამხედრომ ვადიმ შიშიმარინმა კიევში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე სუმის ოლქში უიარაღო მშვიდობიანი  მოქალაქის მკვლელობის ბრალდება მთლიანად აღიარა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „გრატი“ წერს.

დღევანდელი პროცესი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ რუსი სამხედროს პირველი სასამართლო სხდომაა. ის, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ღია რეჟიმში მიმდინარეობს.

შიშიმარინს უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის განზრახ მკვლელობასა და „ომის კანონებისა და წესების დარღვევაში“ ედება ბრალი. შიშიმარინს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე.

საქმეს განიხილავს კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლო. პირველი, გაცნობითი სხდომა 13 მაისს გაიმართა.

ეს პირველი სასამართლოა რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე.

ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. იგი მოსკოვის ოლქის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიაში მსახურობდა, იყო სატანკო დივიზიის განყოფილების მეთაური.

უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, 28 თებერვალს სუმის რაიონის სოფელ ჩუპახოვკაში ბრალდებულმა ესროლა უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა გზის განაპირა ბილიკზე და თან ტელეფონით საუბრობდა. 62 წლის მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა თავისი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.

მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა შიშიმარინი ტყვედ აიყვანეს.

ნინო ხოშტარია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შიშიმარინი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალებზე ჰყვება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close