საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი ( 944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 114.1 მლნ აშშ დოლარით ანუ 58.8 პროცენტით მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2 პროცენტი იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც თითოეულ ქვეყანაზე გზავნილების მოცულობა აპრილში ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.5 პროცენტი მოდიოდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც ცხრილიდანაც ჩანს, ყველაზე მეტი თანხა აპრილში რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა – 132.98 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა იტალია 33.40 მლნ აშშ დოლარით. მესამეზე – აშშ 25.02 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე – ყაზახეთი 20.04 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – საბერძნეთი 18.65 მლნ აშშ დოლარით. საინტერესოა, რომ საბერძნეთს „ტრადიციული“ მეოთხე ადგილი გასულ თვეში ყაზახეთმა „ჩამოართვა“.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 77.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლებია.
კომენტარები