ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 მაისი

მომავალი კვირის პირველ ნახევარში საგრძნობლად გაიზრდება რომანტიკული განწყობა. გაიზრდება მიზიდულობა და ურთიერთგაგება სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა შორის, გახშირდება სასიყვარულო პაემნები. თუ ერთსა და იმავე პარტნიორთან დიდი ხანია გაქვთ ურთიერთობა, გამოიყენეთ ამ კვირის პირველი ნახევარი, რომ თქვენს ურთიერთობას მეტი რომანტიკა შემატოთ. ასევე, კვირის პირველი ნახევარი ბევრ რამეს მოგიტანთ შემოქმედებითი კუთხით. ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, ან სხვა თვალით შეხედოთ საკუთარ თავს. გაიზრდება თვითგამოხატვის სურვილი. კვირის მეორე ნახევარში შეძლებთ უფრო გადამწყვეტად იმოქმედოთ, უფრო ღიად გამოხატოთ საკუთარი ემოციები. თქვენი ენერგია მიმართეთ წვრილმან საქმეებზე, რომლებიც შეიძლება კვირის ბოლომდე დაასრულოთ.

 

ვერძი

რთული და საკამათო კვირაა მოსალოდნელი, ბევრი საქმე დაგროვდება და ძნელად  გადაწყვეტთ, რომელი მოაგვაროთ პირველ რიგში. ოთხშაბათს მოგიწევთ მოლაპარაკება და ოფიციალური პრობლემების მოგვარება, რაც თქვენგან დიდ ენერგიას წაიღებს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუ სწორად დაგეგმავთ ბიუჯეტს და თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებს. შესაძლებელია, რომ სწორედ ამ კვირაში თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი, წარმატებული ეტაპი დაიწყოს. პარასკევი კარგი დღეა პირად ცხოვრებაში ურთიერთობების გასაძლიერებლად. შაბათს შეეცადეთ წახვიდეთ სადმე სტუმრად, ან მეგობრები მიიწვიოთ აგარაკზე.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კურო

ამ კვირაში გაიზრდება თქვენი აქტივობა, იგრძნობთ ენერგიის მატებას, მაგრამ უბრალოდ ყურადღებით შეამოწმეთ ინფორმაცია და ერთდროულად ათ საქმეს არ მოჰკიდოთ ხელი. ფრთხილად იყავით კოლეგების მიმართ, რომლებიც თქვენს ინტერესებს არ იზიარებენ. მოერიდეთ ყველაფერში ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას, გადადეთ ახალი პროექტების დაწყება  უკეთეს დრომდე და თავიდან აიცილეთ ზედმეტი ხარჯები. პირად ცხოვრებაში კონფლიქტებს მოერიდეთ.  საყვარელ ადამიანთან შეხვედრაზე ფიქრი სამსახურში კონცენტრაციას ხელს არ უწყობს, ამიტომ უმჯობესია შეხვედრა შაბათ-კვირისთვის გადადოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ტყუპი

ამ კვირაში ცხოვრების ყველა სფეროში პოზიტიური მოვლენები გელით. პროფესიულ ფრონტზე ბევრისთვის ეს იქნება წარმატებისა და აღიარების პერიოდი ახალ პირობებსა და გამოწვევებთან ადაპტაციის შემდეგ. არატრადიციული მიდგომა შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრაში, იდეებისა და გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თქვენი მუდმივი სწრაფვა ცოდნისკენ და თვითგანვითარება დაგეხმარებათ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. საინტერესო და წარმატებული პერიოდი გელით პირად ცხოვრებაშიც. შაბათ-კვირისთვის დაგეგმეთ რაიმე უჩვეულო და ორიგინალური, როგორიცაა, მაგალითად, მოგზაურობა. ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციამ და ერთობლივმა პროექტებმა შეიძლება თქვენი დროის უმეტესი ნაწილი დაიკავოს. ძალიან ბევრს ნუ ილაპარაკებთ საკუთარ თავზე და თქვენს წარმატებებზე. ოთხშაბათს ზარები, უამრავი ინფორმაცია, მოლაპარაკებები თქვენგან თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოთ თქვენი დროისა და ენერგიის სწორად განაწილება. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ხარჯების შეზღუდვა მოგიწევთ. პარასკევს სამსახურში თქვენი უფროსი შეგაქებთ. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ლომი

თქვენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი მოდის, შეიძლება ითქვას, ახალი ეტაპიც კი. კვირის დასაწყისში სავარაუდოა საინტერესო შეხვედრები, პაემნები, სამუშაო შეთავაზებები. პროფესიულ სფეროში კარგი შედეგების მისაღწევად მოთმინება და გამძლეობა გმართებთ. რა თქმა უნდა, ეს ცოტა დამღლელია, მაგრამ გამოგივათ. ოთხშაბათი შეიძლება იყოს რთული და დატვირთული დღე, ამიტომ იყავით წინდახედული და ემოციებს არ აჰყვეთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. შაბათ-კვირას იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე, მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი ყურადღება.

სასიკეთო დღეები: 18,22.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ქალწული

თქვენი პირადი აქტივობა ამ კვირაში შესაძლოა დაკავშირებული იყოს პარტნიორულ ვალდებულებებთან, მაგრამ შუა კვირაში ყველა საკითხზე შეთანხმდებით. ახლა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, ეჭვიანობამ არაერთხელ დაგწიათ უკან, გჯეროდეთ, ამჯერად ყველაზე გაბედული იდეების რეალიზებასაც კი შეძლებთ. თქვენი შრომის ინტენსივობა პირდაპირპროპორციული იქნება იმ ჯილდოსი, რომელსაც მიიღებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა დაიზაროთ. შაბათს შეგიძლიათ მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მიუხედავად სირთულეებისა, ვარსკვლავები „ამბობენ“, რომ შეძლებთ იპოვოთ დელიკატური ბალანსი სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ახლა მოთმინება და გაძლიერებული თვითკონტროლი გჭირდებათ. წარმატება გეგმების საფუძვლიან მომზადებას და ინფორმაციის გადამოწმებას მოითხოვს. არ უარყოთ მეგობრების დახმარება, მაგრამ მთლად მათაც ნუ დაეყრდნობით, რადგან მათმა დაუდევრობამ შესაძლოა გაზარალოთ. ემოციებს ნუ აჰყვებით, გვერდი აუარეთ არაპრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და უარი თქვით სათავგადასავლო შეთავაზებებზე. კვირის ბოლოს შესაძლოა საჭირო გახდეს აქტიური მოქმედება და ცვლილებები, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და ინტელექტი დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ. შაბათ-კვირა ოჯახს, ბავშვებს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მორიელი

ახლა შეგიძლიათ ყველაზე ამბიციური გეგმები შეადგინოთ, ან ცოტა დაისვენოთ და ძალა მოიკრიბოთ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. დაუნდობლად მოიშორეთ ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, გაათავისუფლეთ სივრცე თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის. თქვენი ენერგია და მონდომება ბევრ საკითხში წარმატების გარანტია გახდება. პარასკევი კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე იქნება – ყველაფერში გაგიმართლებთ როგორც პროფესიულ ასპარეზზე, ისე პირად ცხოვრებაში. შაბათ-კვირა უმჯობესია საყვარელ ადამიანს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

შეცდომებს ყველა უშვებს და ცხოვრების სიბრძნე არის არა მათი გამეორება, არა მოჯადოებულ წრეზე სიარული, არამედ ცხოვრებისეული სირთულეებიდან დადებითი გამოცდილების გამოტანა. ასე რომ, არ ინერვიულოთ, იარეთ პირდაპირ, პირველად არ გამოგივიდათ? – ხელახლა ცადეთ, უბრალოდ, სხვა გზით წადით, რჩევა ჰკითხეთ ვინმეს. ვარსკვლავები თვლიან, რომ თქვენი ბრძენი მრჩეველი და მასწავლებელი სადღაც ძალიან ახლოსაა. აკონტროლეთ ყველა ხარჯი და დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი, ეს სტრესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული და, რაც მთავარია, შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა. შეეცადეთ იყოთ მომთმენი, არ დანებდეთ სირთულეებს, არ დააჩქაროთ მოვლენები, რათა ყველაფერი წარმატებით დასრულდეს. შესაძლოა იფიქროთ სამუშაოს შეცვლაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უფრო მეტად მოქმედებთ პრინციპით „კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ“. კარგად დაფიქრდით, არ იჩქაროთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ოთხშაბათი გაგახარებთ საინტერესო სიახლეებითა და კონსტრუქციული წინადადებებით. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მერწყული

ამ კვირაში მიზანშეწონილია რეალობის პრიზმაში კრიტიკულად გადახედოთ დასახულ გეგმებს და ისინი სიტუაციის მიხედვით შეცვალოთ. სამსახურში მოგიწევთ დამატებითი ძალისხმევა, რომ წარმატებით და დროულად გაართვათ თავი საპასუხისმგებლო ამოცანას და კარიერაში ახალ საფეხურზე ახვიდეთ. სამშაბათს მოგზაურობები და მივლინებები შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. ოთხშაბათს შესაძლოა თქვენი პირადი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი რამ გაირკვეს. საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას, თუ ბიუჯეტს გონივრულად მართავთ. შეეცადეთ შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თევზები

ამ კვირაში შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული იქნებით, მოინდომებთ და გამძლეობას გამოიჩენთ. დროული მეგობრული რჩევა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გათავისუფლდით უარყოფითი აზრებისგან, კონცენტრირდით მიზნის მიღწევაზე. ხუთშაბათს კარგი ამბები გაგახარებთ. თუ პარასკევს საინტერესო საქმიანი შეთავაზება მიიღეთ, უარი არ თქვათ, რადგან უახლოეს მომავალში შესაძლოა ამაზე იყოს დამოკიდებული თქვენი კარიერა. კვირის ბოლოს მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ ახალი საქმეების, შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close