იტალიაკულტურა

11 წლის თაკო თომაშვილი „სანრემო ჯუნიორზე“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა (ვიდეო)

საერთაშორისო საბავშვო მუსიკალურ კონკურს Sanremo Junior-ზე მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი 11 წლის ქართველი გოგონა – თაკო თომაშვილი გახდა.

კონკურსი Sanremo Junior 2022 იტალიის ქალაქ სანრემოში, საკონცერტო დარბაზ „არისტონიაში“ 5 მაისს გაიმართა და მასში საქართველოს წარმომადგენელმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მიიღო მონაწილეობა.

გიგა კუხიანიძის საპროდიუსერო კომპანია Giga Production-ის წარმომადგენელმა ქართველმა კონკურსანტმა შეასრულა ცნობილი სიმღერა My Funny Valentine ჩაკა კჰანის რეპერტუარიდან.

აღსანიშნავია, რომ გიგა კუხიანიძე საბავშვო „ევროვიზიაზე“ არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია. მის მიერ შექმნილი კომპოზიციებით „ევროვიზიის“ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი პირველი ადგილის მფლობელი სამჯერ გახდა – 2008 წ. („ბზიკები“, სიმღერით “Bzz..“), 2011 (CANDY, „Candy Music“) და 2016 წ. ( მარიამ მამადაშვილი, „მზეო“).

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება „ევროვიზია 2022“-ის მეორე ნახევარფინალი, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელი, ჯგუფი Circus Mircus-ი მეხუთე ნომრად წარდგება სიმღერით Lock Me In.

პირველი ნახევარფინალი იტალიის ქალაქ ტურინში, „პლაზა ოლიმპიკოს“ სცენაზე 10 მაისს გაიმართა და 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა: შვეიცარია, სომხეთი, ისლანდიალიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები.

მეორე ნახევარფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close