მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

10 მაისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი unian-ი იტყობინება.

ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტომ ოჯახის წევრისგან მიიღო.

„დღეს, 10 მაისს, კიევის დროით 17:00 საათზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლეონიდ მაკაროვიჩ კრავჩუკი, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი“, – ნათქვამია „უნიანის“ წყაროს ინფორმაციაში.

„ამ მოვლენებმა (ომი უკრაინაში – რედ.) ის მოკლა…“

კრავჩუკის გარდაცვალება თავის ტელეგრამ არხზე დაადასტურა უკრაინის სახალხო დეპუტატმა ირინა გერაშჩენკომ.

2021 წლის ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ კრავჩუკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ მას კიევის გულის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ კი რეაბილიტაციისათვის გერმანიაში გადაიყვანეს.

მედიასაშუალებები წერდნენ, რომ კრავჩუკმა გულის ოპერაცია გადაიტანა, რეანიმაციაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. ცოტა ხნის წინ კი ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ პირველი პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ალექსეი არესტოვიჩმაც დაადასტურა.

ლეონიდ კრავჩუკი 10 იანვარს 88 წლისა გახდა.

ცნობისათვის: ლეონიდ კრავჩუკი დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი იყო 1991-1994 წლებში.

რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან და დამოუკიდებელი ბელარუსის პირველ ლიდერთან, სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად, რომელიც წინა კვირაში გარდაიცვალა, კრავჩუკი მონაწილეობდა ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერაში 1991 წლის 8 დეკემბერს, რომელმაც სსრ კავშირის არსებობა დაასრულა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close