მსოფლიოპოლიტიკა

რამდენი მილიარდი იზარალა უკრაინამ რუსეთის ქვეყანაში შეჭრის გამო?

კიევის ეკონომიკის სკოლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანამ 600 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. აქედან 92 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მხოლოდ ინფრასტრუქტურას მიადგა. კვლევა ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ქვეყანაში შეჭრა უკვე ნახევარი ტრილიონი დოლარი დაუჯდა.

მკვლევრების დათვლებით, ომის დაწყებიდან დღემდე საერთო ზარალი 564-დან 600 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს. აღნიშნული რიცხვის მისაღებად კვლევაში რამდენიმე მაჩვენებელი გაერთიანდა. საერთო ზარალის შეფასება პირდაპირი ინფრასტრუქტურული დანახარჯების შედგენის, მოქალაქეების, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებით მოხდა. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაიანგარიშეს არაპირდაპირი ხარჯებიც, მათ შორის, მშპ-ის შემცირება, სოციალური მხარდაჭერის ხარჯები თუ შეჩერებული ინვესტიციებისაგან მიყენებული ზარალი.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 195 ქარხანა და საწარმო, 230 სამედიცინო დაწესებულება და 940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, განადგურდა ან ოკუპირებულია.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close