ციხის დირექტორს პატიმარი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა
აშშ-ში ციხის დირექტორი პატიმართან ერთად გაიქცა. გამოცემა True Crime Daily-ს ინფორმაციით, გაქცეული დამნაშავე სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.
ინციდენტი 29 აპრილს, ალაბამის შტატში მოხდა. როგორც გამოძიება იტყობინება, ციხის თანამშრომელს ვიკი უაიტს პატიმარი კეისი კოული სასამართლოში უნდა მიეყვანა. ავტომობილმა, რომლითაც მსჯავრდადებული გადაჰყავდა, გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
ციხის სხვა პატიმრებმა გამომძიებელს უთხრეს, რომ ვიკის და კეისის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, ქალი ვერ მალავდა, რომ შეყვარებული იყო.
შტატის პროკურორმა კრის კონოლმა დააზუსტა, რომ „შოკირებული და იმედგაცრუებულია“, უჭირს იმის დაჯერება, რაც ვიკიმ გააკეთა.
ამ მომენტისთვის გაქცეულებს შტატის პოლიცია ყველგან ეძებს. ციხის თანამშრომლის მობილური ტელეფონი გამორთულია და ჯერ-ჯერობით ვერც იმ მანქანის პოვნა ხერხდება, რომლითაც შეყვარებულები გაიქცნენ.
fortuna.ge
კომენტარები