fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 მაისი

ამ კვირის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა ხალხთან ურთიერთობისთვის. ახლა შეგიძლიათ უკეთ გაუგოთ ადამიანებს, ვისთანაც საუბრობთ, ჩასწვდეთ მათ განწყობასა და მოსაზრებებს. უცნობებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ თქვენი პროფესიონალიზმი. ახლა ეს არის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი მოლაპარაკების დროს, რომელიც ასევე საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები ან უბრალოდ სასიამოვნო მოსაუბრეები. კვირის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში იღბალი თან გდევთ. არსებულ ურთიერთობებში ერთმანეთის უკეთესად გაგებას შეძლებთ. სავარაუდოა ახალი ნაცნობობა და გაჩნდება მეტი შესაძლებლობა ფლირტისთვის. ამავე დროს, დიდი შანსია ერთმანეთის მიმართ ნდობაზე დაფუძნებული თბილი და რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

კვირის მეორე ნახევარი შესაფერისია უფრო აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ამ კვირაში ზოგიერთს სიახლეები დააბნევს, ზოგი კი შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვდეს.

 

ვერძი

ამ კვირაში მნიშვნელოვანია ისარგებლოთ ახალი ინფორმაციით და დარწმუნების უნარით. ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. ბიზნესთან, დაზღვევასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საქმეები კარგად განვითარდება. მეტი ძალისხმევა დახარჯეთ დამატებითი შემოსავლის პოვნაში, ისინი ნაყოფს გამოიღებს, განსაკუთრებით თუ  თქვენი პროფესიული დონის ამაღლებაზე იზრუნებთ. შაბათ-კვირას შესაძლოა შორიდან გაგებულმა სიახლეებმა გაგახაროთ. შესაძლებელია ამ კვირაში  ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დასჭირდეთ. მარტოხელა ვერძებისთვის რომანტიკული შეხვედრები შესაძლებელია ყველაზე მოულოდნელ და იდუმალ ვითარებაში.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კურო

ამ კვირაში თქვენი საქმიანი აქტივობა ოდნავ შემცირდება. შაბათ-კვირას უმჯობესია დაისვენოთ, ვიდრე სამუშაოზე იფიქროთ, მაგრამ ხუთშაბათიდან დაწყებული, რაც უფრო მეტ ამოცანას დაუსახავთ საკუთარ თავს, მით უკეთ გაუმკლავდებით მათ და თქვენი ეფექტურობა, შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა შეიძლება შურის მიზეზადაც კი იქცეს. შაბათს შესაძლოა თქვენი ქმედებების გამო ახლობლებთან გაუგებრობები წარმოიშვას. ეს ემოციური არასტაბილურობის კვირაა, დიდია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების და მცდარი ქმედებების რისკი. კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

კვირის დასაწყისში შესაძლოა რაღაც ამბავმა დაგაბნიოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ფაქტობრივად, რაც გაკეთდება, საუკეთესოდ გამოვა. სანუკვარი მიზნისკენ მიდიხართ. შესაძლებელია მატება ოჯახში, შვილად აყვანა, ქორწინება. ოთხშაბათს ნებისმიერი ინფორმაცია გამოგადგებათ, საჭირო პლატფორმას ქმნით წინსვლისთვის, თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი იპოვის მხარდაჭერას. თქვენი ანალიტიკური უნარები იქნება საუკეთესო, რაც დაგეხმარებათ, ჩაუღრმავდეთ ყველა პრობლემას და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში დიდი შანსია გაიძლიეროთ ავტორიტეტი, აიმაღლოთ სტატუსი, მოიპოვოთ პოპულარობა, მაგრამ არსებობს ზეწოლის ქვეშ ყოფნის რისკიც, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს თქვენს გეგმებში, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმაზე უკეთ გამოვა, ვიდრე ელოდით. ოდნავ მაინც უნდა შეამციროთ მუშაობის ტემპი, შეეცადეთ ადეკვატურად გამოთვალოთ თქვენი ძალა და შესაძლებლობები. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ, შეიცვალეთ გარემო და ნაცნობი კომპანია. ამ კვირაში კატეგორიულად გეკრძალებათ დაქორწინება.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ლომი

ამ კვირაში შეეცადეთ შეამციროთ სამუშაოს მოცულობა ხარისხის გაუმჯობესებით. სასურველია გაითვალისწინოთ კოლეგების ინტერესები, გამოიჩინოთ ინიციატივა, წამოაყენოთ ახალი საინტერესო იდეები. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს, რადგან შესაძლოა რაღაც მომენტები ვერ შეამჩნიოთ, მთლიანად ჩაეფლოთ სიტუაციაში, ისინი კი გარედან ზოგიერთ ნაკლოვანებას ბევრად უკეთ ხედავენ. მშვენიერი დროა ასტროლოგთან ან ნუმეროლოგთან კონსულტაციაზე წასასვლელად – იგი თქვენი ბედის ყველა საიდუმლო გაგიმხელთ. შაბათ-კვირას დაიცავით თავი ზედმეტი შეხვედრებისა და კონტაქტებისგან.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ქალწული

ამ კვირაში მოგიწევთ პროფესიულ საქმეებსა და სოციალურ მოვალეობებში ჩაძირვა. საჭიროა მეტი დიპლომატია და მოქნილობა გადაწყვეტილების მიღებისას, ძალაუფლების პოზიცია ამ სიტუაციაში შესაფერისი არ არის, მას მხოლოდ უკმაყოფილების ან კონფლიქტის პროვოცირება შეუძლია. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ. ახლა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რა შთაბეჭდილებას ახდენთ სხვებზე, რით შეგიძლიათ იამაყოთ. შესაძლოა ამ კვირაში აღმოჩნდეთ ვინმესთან წვეულებაზე სახლში, ქორწილში, იუბილეზე.  შეეცადეთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

სასწორი

თუ საბუთებთან გიწევთ მუშაობა, ეცადეთ უფრო ყურადღებით იყოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ დაკარგოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. სამშაბათს გულდასმით უნდა გაანალიზოთ თქვენთან მომხდარი მოვლენები და ნუ მიმართავთ დაუფიქრებელ ქმედებებს. იყავით ყურადღებიანი ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ, ის მომავალში გამოგადგებათ. ხუთშაბათს  წარმატებული იქნება მოგზაურობები და მივლინებები. კვირას შესაძლებელია სირთულეები ნათესავებთან ურთიერთობაში, ნუ მიიყვანთ საქმეს ღია კონფლიქტამდე.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

პოზიტიური კვირა გაქვთ. შეგიძლიათ მოიფიქროთ რაიმე უჩვეულო, რითაც  სხვებისგან გამოირჩევით. წარმატებებს მიაღწევთ ნებისმიერ სფეროში – რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, ბევრს მიაღწევთ. მაქსიმალურად ისარგებლეთ იმით, რაც ამჟამად გაქვთ და კიდევ უფრო მეტს ელოდეთ. მიიღებთ სამუშაო შეთავაზებას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ეს ახალ პროფესიულ დონეზე ასვლის და კარგი შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ. შაბათი სასიამოვნო სიურპრიზების დღეა. სასურველია, თავისუფალმა მორიელებმა ამ კვირაში რომანტიკულ ურთიერთობას თავი აარიდონ.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სამუშაოს  შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ, ხელმძღვანელებს შესთავაზეთ ახალი იდეები, კოლეგების დამოკიდებულება მეგობრული იქნება. მთავარია, მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ, წინსვლა ყოველთვის დროულია, როცა  მოვლენებს არ დააჩქარებთ. ბედი გწყალობთ, ავტორიტეტული ადამიანის დახმარებით ძველი საკამათო სიტუაციების თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობა გექნებათ. ეცადეთ, აგრესიას არ მისცეთ თავისუფალი გზა, ამით ნეგატიურ სიტუაციებს მიიზიდავთ. შაბათ-კვირას  წადით ქალაქგარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი აგარაკზე, დაიმშვიდეთ ნერვები.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

ამ კვირაში ნუ დააჩქარებთ საქმეებს, მოუთმენელი და გაღიზიანებული ნუ იქნებით. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოთხშაბათს ემოციურმა დისბალანსმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ სიტუაციის ობიექტურად გააზრებაში. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, საქმეში წარმატებას მიაღწიოთ ბიზნესპარტნიორების წყალობით. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მერწყული

უახლოეს დღეებში არ უნდა გადაიტვირთოთ, კარგი იქნება, თუ სამუშაოს მოცულობა ცოტათი შემცირდება. უმჯობესია კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე. სწრაფი პროგრესი ბიზნესში ახლა შეუძლებელია, სასურველია მოთმინება. შუა კვირაში მოულოდნელ ამბებს შეიტყობთ. პარასკევს შესაძლოა სამსახურებრივ ინტრიგებში ჩაერთოთ. თქვენი ამოცანაა ამ კვირაში საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ იმავე ენერგიით, რომლითაც თქვენს სახლზე, ოჯახსა და სამსახურზე ზრუნავთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

შეეცადეთ იყოთ მომთმენი. ყველას აქვს ნაკლი, არც თქვენ ხართ გამონაკლისი და მცდელობა, ვინმეს ცხოვრება ასწავლოთ, კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის. კარგი იქნება ემოციების შეკავება და სიმშვიდის შენარჩუნება, გარეგნულად მაინც. ყურადღებით იყავით, ხუთშაბათს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან რთული იქნება. შაბათ-კვირას ენერგიის აღსადგენად აუცილებლად ეწვიეთ საცურაო აუზს.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close