კრიმინალისაქართველო

აჩიკო მეფარიძეს ბრალი წარუდგინეს – რას ედავება გამოძიება მომღერალს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ბრალი წარუდგინეს ძალადობის მუხლით.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ვაკეში მომხდარ შემთხვევას. დაზარალებული ქალის მტკიცებით, მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინათ მოხდა, თუმცა მედიისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

„რაღაცა არანორმალური სიტყვებით მლანძღა… [საშუალება] არ მომცა, რომ კარები გამეღო, ჯერ წიხლი დაარტყა მანქანას, შემდეგ გამოაღო კარი, ჯერ ხელი დამარტყა, ნაოპერაციები ვარ, შემდეგ იგივე ყურზე მუშტი დამარტყა… იმ წუთშივე გამოვიძახე პოლიცია, იქვე მოხდა ფოტოების გადაღება და ჩვენების მიცემა“, – ამბობს „რუსთავი 2“-თან საუბარში ლელა ჯუღელი, ქალი, რომელიც მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს.

თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

გარკვეული ხნის წინათ მეფარიძეს ასევე კონფლიქტი მოუვიდა სავაჭრო ობიექტში, სადაც ის მოლარეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. გაირკვა, რომ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი მართალი იყო და მომღერალმა ბოდიშიც მოიხადა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close