ქართველები უცხოეთში

ბარსელონაში სამ­ტრე­დი­ე­ლი ძმები ტრაგიკულად დაიღუპნენ

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ძმები – გიორგი და საბა მატარაძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაგროვებულმა კვამლმა იმსხვერპლა.

როგორც ემიგრანტი თამარ გაბელია „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, ძმების გარდაცვალების შესახებ ადგილობრივმა ტელევიზიებმა გამოაცხადეს და განმარტეს, რომ შემთხვევა ბინაში გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

მისივე ცნობით, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბინაში კიდევ ორი ქართველი იყო.

„გაზის აფეთქების შედეგადო, ასე გადმოსცა აქაურმა ტელევიზიამ. არის ჭორის დონეზე, თითქოს მაროკოელებმა და არაბებმა სპეციალურად ააფეთქეს, მაგრამ ეს არაა დადასტურებული. ეს ბიჭები ვადალონაში იყვნენ, იქ მუშაობდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც ძმები დაიღუპნენ, კიდევ ორი ქართველი იყო.  ესენი ჩემი მეგობრის შვილები არან და მათ შესახებ მოვიძიე  ინფორმაცია. მათი გარდაცვალების შესახებ შესაბამის ორგანოებმა დამიდასტურეს“, – ამბობს თამარ გაბელია „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close