იტალიასაზოგადოება
იტალია: საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ განაცხადის გაკეთება უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2022/05/ონლაინ-განაცხადი-საცხოვრებელი-ადგილის-1.jpg)
იტალიის მთელ ტერიტორიაზე უკვე შესაძლებელია ონლაინ განაცხადის გაკეთება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით მუდმივი მაცხოვრებლების ნაციონალური რეესტრის პორტალზე (portale dell’Anagrafe nazionale della popolazione residente ლინკი: https://www.anagrafenazionale.interno.it/tutti-i-comuni-italiani-sono-in-anpr/)
მოქალაქეთათვის პორტალი ხელმისაწვდომია ციფრული იდენტიფიკაციის ანუ identità digitale-ს (Carta d’Identità Elettronica, SPID, o CNS) მეშვეობით.
პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, 27 აპრილიდან ეს მომსახურება იტალიის ყველა მუნიციპალიტეტში გავრცელდა.
წყარო: innovazione.gov.it
კომენტარები