მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

ისრაელი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს – რა თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა ებრაელებზე?

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა განმარტებისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ებრაელებზე ნათქვამი სიტყვების გამო. ამის შესახებ, The Current Time-ის ინფორმაციით, ებრაული გამოცემა Kan 11 წერს

მანამდე ლავროვმა იტალიური სატელევიზიო არხის, Rete 4-ის გადაცემა Zona Bianca-ს ჟურნალისტს კითხვაზე: როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ შესახებ ბრალდება იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია? – ასე უპასუხა:

„შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ადოლფ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. „ოჯახში ერთი მახინჯი მაინც არის“ – როგორც ჩვენში ამბობენ“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები „უპატიებელია, აღმაშფოთებელია და უხეში ისტორიული შეცდომაა“, – წერს Haaretz-ი.

„იმის თქმა, რომ ჰიტლერი ებრაელი იყო, იგივეა – თქვა, რომ ებრაელები თავად ხოცავდნენ თავიანთ თავს. ნაცისტები დევნიდნენ ებრაელებს, მხოლოდ ნაცისტები იყვნენ ნაცისტები, მხოლოდ ნაცისტები სისტემატურად ანადგურებდნენ ებრაელ ხალხს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ლაპიდის თქმით, ისრაელი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას ელოდება და რუსეთის ელჩს საგარეო უწყებაში იბარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურის სიტყვები დაგმეს ისრაელის სხვა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც, მათ შორის, ჰოლოკოსტის მემორიალის „იად ვა-შემის“ თავმჯდომარემ დანი დაიანმა. მან თქვა, რომ ლავროვმა მსხვერპლები დამნაშავეებად გადააქცია, როდესაც აბსოლუტურად ცრუ მტკიცება წამოაყენა იმის თაობაზე, რომ ჰიტლერი ებრაული წარმოშობისა იყო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close